უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, პრემიერ-მინისტრს სპეციალური მრჩეველი ეყოლება

News
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა, რომელსაც  ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციეიბი, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მოქალაქე, დიდი მეგობარი. ის მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, როცა საინვესტიციო ბანკის ვიცე -პრეზიდენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს, იცნობს ჩვენს გუნდს, ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ის გუშინ წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ბატონმა ვაზილმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ეს პოლიტიკაც სწორედ ბატონი ვაზილის პროფესიული რჩევებითა და ხედვებით განხორციელდება. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ამ შეთავაზების მიღებისთვის“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა

ჩემს როლს იმაში ვხედავ, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს, - ამის შესახებ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნულ თანამდებობაზე მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის, ქართული საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ევროპაში, გლობალურად კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო შესაძლებლობების პერიოდიც არის. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდეთ, სხვადასხვა სფეროში უკეთესი ხარისხი შევქმნათ, აშშ-დან ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების მოზიდვის, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც

საქართველოს მიმართულებებია, უფრო ციფრული გახდეს, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ საქართველო ამით კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე, სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ იმაში ვხედავ ჩემს როლს, დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ჰუდაკმა.