"მოუთმენლად ველი საინტერესო დისკუსიებს ფორუმის მონაწილეებთან" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადლობას ვუხდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტვიტერზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფორუმის მონაწილეებთან და პარტნიორებთან ფორუმის ფარგლებში საინტერესო დისკუსიები შედგება.

„მადლობას ვუხდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის. მოუთმენლად ველი საინტერესო დისკუსიებს ფორუმის მონაწილეებთან და საერთო ინტერესების სფეროში ჩვენს პარტნიორებთან ახალი ინიციატივების წამოწყებას“, - აღნიშნავს პრემიერი.