Menu
RSS

ქართული კლუბები ევროთასებზე

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი, რომელიც 30 ივლისს ზაგრებში შედგება, დიდი ალბათობით, უბრალო ფორმალობა იქნება, რადგან „საბურთალო“ ევროთასებზე პირველად მონაწილეობს, ხორვატიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კი ძალიაან გამოცდილია და პრაქტიკულად გამორიცხულია, ამხელა უპირატესობა ხელიდან გაუშვას. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გამოვარდნის შემდეგ, „საბურთალო“ ევროპის ლიგაზე გადაერთვება, სადაც მეტოქედ სომხური „არარატი“ ეყოლება.

25 ივლისს, ევროპა ლიგაზე კიდევ ორი ქართული კლუბი იასპარეზებს. თბილისის „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ სტუმრად ხვდება, საჩხერის „ჩიხურა“ შოტლანდიურ „აბედრინს“ მასპინძლობს.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში