ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ევროპაში ერთადერთი, ლენინის მუზეუმი დაიხურა. მუზეუმი იმ შენობაში იყო მოწყობილი, სადაც 1905 წელს, სტალინისა და ლენინის პირველი შეხვედრა შედგა. მუზეუმი 1946 წელს გაიხსნა, რევოლუციის ბელადის გარდაცვალების 22-ე წლისთავზე. ახლა ამ დაწესებულების ადგილზე, ფინეთისა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიის მუზეუმს გახსნიან, მისი ექსპოზიციები ფინეთის დამოუკიდებლობიდან ნატო-ში გაწევრიანებამდე პერიოდს მიეძღვნება. ახალი მუზეუმი მომავალი წლის 15 თებერვალს გაიხსნება.
ბევრი ახალგაზრდა ქალის მსგავსად, დოქტორი რონი გლადენი იზრდებოდა სურვილით, ფიფქიას მსგავსი ყოფილიყო, ოცნებობდა„სიამაყე და ცრურწმენის“ გმირების ცხოვრების სტილი ჰქონოდა და ელ ფანინგის მოდისთვის მიებაძა. მზეზე რუჯის მიღება და ქერა თმაც სურდა, თუმცა ეს სურვილები არ იყო ჩვეულებრივი ამბიციები, რადგან რონი შავკანიანი ბიჭი იყო, რომელიც ცინცინატში გაიზარდა. რონი ახლა უკვე ზრდასრული მამაკაცია და ქალაქის სახელმწიფო კოლეჯში ინგლისური ენის პროფესორია, ასევე, ორატორი და მსახიობიც არის და ის ამ პლატფორმებს იყენებს იმისთვის, რომ„ტრანსგრასული“ იდენტობა გააპიაროს. მიუხედავად იმისა, რომ რონი შავკანიან მამაკაცად დაიბადა, გარეგნობის მიუხედავად, ის თავს წარადგენს თეთრ ქალად და ამტკიცებს, რომ შინაგანად ის„დათრგუნული თეთრი ქალია“, რომელსაც გარეთ გამოსვლა სურს. რონი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც„ტრანსგრასები“ არიან ანუ ერთდროულად - ტრანსგენდერებიც და ტრანსრასებიც.
იტალიაში, თუნუქის ქილებით, კომოს ტბის ჰაერის გაყიდვა დაიწყეს. მწარმოებლების თქმით, ტურისტებს შეუძლიათ, ამ სახით სახლში ცნობილი კურორტის მცირე ნაწილი წაიღონ. კომოს ტბა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ამის გამო, მარკეტოლოგებმა დაიწყეს გზების მოძიება, ამ საქმიდან უფრო მეტი სარგებლისმისაღებად და რამე„ორიგინალური, მხიარული და პროვოკაციული“ სუვენირის შესაქმნელად. ქილებით ჰაერის გაყიდვის იდეა სფეროს ერთ-ერთ ექსპერტს, დავიდე აბანეილის ეკუთვნის. Italy Comunica-ში, კომპანიაში, რომელიც ამ სუვენირს ამზადებს, აცხადებენ, რომ ყოველ ქილაში თვალწარმტაცი კომოს ტბის ჰაერის 400 მლ-ია. მისი შეძენა მსურველს 9.9 ევროდ შეუძლია, თუმცა იდეა ყველას არ მოეწონა. კომოს მერი ალესანდრო რაპინეზე აცხადებს, რომ უკეთესი იქნებოდა, ტურისტებს აბრეშუმის შარფები შეეძინათ, რომლითაც ცნობილია რეგიონი. ლომბარდიის ტურისტული ბიუროს მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს, კომოს ტბა 5.6 მილიონმა ადამიანმა მოინახულა.