შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ბლაგვი საგანი მოხვდა, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
მათივე ცნობით, პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში.
უწყებაში განმარტავენ, რომ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის,დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1973 წელს დაბადებული კ.ხ., და წარსულში ნასამართლევები 1992 წელს დაბადებული რ.ა., და 1990 წელს დაბადებული დ.ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, და „ბუპრენორფინი“.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, 18 260-ე მუხლის მე-5, 19-260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული მ.ზ და 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.ყ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ. -ს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ. - ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების განმახორციელებელი პირების ვინაობა დაადგინეს.
პოლიციამ შ.ყ. ბათუმში, ხოლო მ.ზ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოს დატოვების მცდელობისას დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული დ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.