ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.
ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი, თბილისის მერის თქმით, ყველა პროექტი, რასაც საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ახორციელებს, აუცილებლად მივა ბოლომდე.
“საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პროექტები, რაც თბილისს უკავშირდება, აუცილებლად მივა ბოლომდე და განხორციელდება. ამჟამად, იპოდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირებისას რამდენჯერმე გარკვეული ცვლილებები შევიდა. იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი უნდოდა. მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნა. პროექტს ფონდი ახორციელებს, ეს არის მათი საჩუქარი თბილისელებს. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში, კონკრეტულ ადამიანებზე იყო გასხვისებული, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო და კორპუსები აეშენებინათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა, აჩუქა მუნიციპალიტეტს და ძალიან მაგარი - ცენტრალური პარკის პროექტი კეთდება.
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ არ უნდათ დაინახონ რეალობა. მესმის, რომ თქვენ ხედვის პრობლემები გაქვთ და ვერაფერს ხედავთ. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მაინც განვიცდი, რადგან ქართველები ხართ. თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გული მაინც შემტკივა. თქვენ მუდმივად სიცრუეს ავრცელებთ, ხართ ცილისმწამებლები, მატყუარები და ქალაქისთვის სასიკეთო პროექტები არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, საზოგადოება შეცდომაში როგორ შეიყვანოთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანხის მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს.
„თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.
თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ.
მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო, ხოლო 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი, 106 წლის ორი ქალი იყო.
მოსული უხვი ნალექის გამო, სამგორის რაიონში, ისევე როგორც მთელ დედაქალაქში, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები.
ამ დროისთვის, დაფიქსირებული შეტყობინებების უმეტესობა ხეების წაქცევასა და ტოტების მტვრევას უკავშირდება.
გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, „თბილსერვის ჯგუფი“ და საქალაქო სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რათა მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.
საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს თბილისის მერიას და „თბილსერვის ჯგუფს“ ცხელი ხაზის ნომრებზე: 2 72 22 22; 2 61 90 50 ან მოგვწეროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაოებენ.
ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ , შპს “თბილსერვის ჯგუფი” და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.
აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის.
„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან გიორგი პაპავასთან ერთად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამინდის გაუარესების შესახებ ასრებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდი. წინა დიდთოვლობის დროს მათთან კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. ოპერატიულად ვიღებდით მონაცემებს, საპატრულო პოლიცია საგზაო უსაფრთხოების განხორციელებაში გვეხმარებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა.
„თქვენი დავალების შესაბამისად, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე, ყველა რაიონული გამგეობა. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს ყველა მიმართულებით და სადაც პირობითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეფერხება ექნება, ოპერატიულ რეჟიმში მოვაგვარებთ. გარდა ამისა, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სამსახურთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია, თუ სად იქნება შეფერხება და პრობლემები. ნებისმიერი სახის გამოწვევას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივხედავთ და ვეცდებით, რომ პრობლემა არსად გვქონდეს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი პაპავას განმარტებით, სპეცტექნიკა მზადაა, ტექნიკური მარილი კი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ნალექს გაუმკლავდეს.
„ტექნიკურად სრული მზადყოფნაა და მობილიზაციაა ყველგან, სადაც მარილმყრელი ბაზებია განთავსებული. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული. მძიმე ტექნიკა და ტექნიკური მარილი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის ნალექს გავუმკლავდეთ. გარდა ამისა, 200 ერთეული თანამშრომელია ჩართული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებზე, თუ სადმე ნალექი იქნება, გზები მოიყინა ან რაიმე სხვა სახის პრობლემა შეიქმნა, ოპერატიულად განვახორციელოთ შემოვლა მსუბუქი ავტომანქანებით“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N12-ში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.
სამუშაოები, რომელიც 5 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში ვიმყოფებით, სადაც არსებული სივრცე გამოყენებული იქნება სპორტული მოედნისთვის. ყოველმხრივ კეთილმოწყობილი საფეხბურთო მოედანი კეთდება. ირგვლივ მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. მადლობა სამგორის გამგეობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. სამუშაოები ივნისში დასრულდება და კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატება დედაქალაქს. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალგაზრდებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ივარჯიშონ, სპორტით დაკავდნენ. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად კარგი პროექტები გვაქვს, რაც UEFA-ს გრანტებით ხორციელდება. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, სტადიონის ერთ მხარეს განთავსდება ტრიბუნა, რომელიც 146 მაყურებელზეა გათვლილი, სადაც ადგილები გათვალისწინებულია შშმ პირთათვისაც.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის გასახდელებიც და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტის ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.
ადგილზე თბილისის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში ზაქარია წიკლაური იმყოფებოდნენ.
დედა🇬🇪ქალაქის საკრებულოს სხდომაზე, სხვა დასამტკიცებელ საკითხებთან ერთად:
თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული - გეოგრაფიული ობიექტების, სახელდება განხორციელდა 📝
💁🏻♂️ ყურადღება მინდა შევაჩერო, იმ თანამედროვე გმირებზე, რომლებმაც - ადრეულ ასაკში, თავი შესწირეს სამშობლოს და
📣,,საქართველო იყო მათი - საოცნებო სახელი,,
📍ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევს, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის
⭐️ვალერი ჩიქოვანის სახელი მიენიჭა.
📍სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის
⭐️ ზურაბ კვანტრიშვილის სახელი მიენიჭა.
📍 გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და სამ გასასვლელს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის
⭐️ომარ ფურცელაძის სახელი მიენიჭა.
ცოტა, რამ - ფოტოზე გამოსახული 📸ვაჟკაცის, ომარ ფურცელაძეს შესახებ:
დაიბადა 1971 წლის 25 აპრილს. დაამთავრა თბილისის 124-ე საშუალო სკოლა 🏫
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში- მოიხადა🪖სამხედრო სავალდებულო სამსახური
დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო: თბილისის პოლიციის სამმართველოს- სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტში და იმავე წელს ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე 👇
1992 წლის 14 აგვისტოს „მძევლების გათავისუფლების“ მიზნით, დასავლეთ საქართველოში ჩატარებული სპეც🎯ოპერაციისას, აგუძერასთან მომხდარი შეტაკებისას, დაიღუპა ☝️
2️⃣1️⃣ წლის ომარი - იმ პირველ მანქანაში იმყოფებოდა, რომელსაც „აფხაზეთის პირობით საზღვართან“ სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს:
მან გადაარჩინა დაჭრილი თანამებრძოლი - მამუკა ლომიძე, ხოლო როდესაც მეორეს - პაატა ნათენაძის გადასარჩენად გარბოდა, სწორედ მაშინ წამოეწია - სნაიპერის ტყვია 💔
ომარ ფურცელაძე - აფხაზეთის ომის, პირველი მსხვერპლი გახლავთ ☦️
დაჯილდოებულია ორდენით 🎖️„მხედრული მამაცობისთვის“, მისი გვარი კი ამოტვიფრულია - გმირთა მოედანზე აღმართულ მემორიალზე
✊✊✊დიდება, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის:
ბრძოლაში დაღუპულ გმირებს 🕯️
წყარო: ოთარ ჩრდილელი, პოლიტიკოსი