ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა.
„ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აცხადებენ მერიაში.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს.
სამუშაოებს მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორი კომპანია, შესაბამისი ნორმების დაცვით, განახორციელებს.
ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები.
თბილისის ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსაც შეხვდა, რომელთაც გამოხატეს მადლიერება თბილისის მერიის მხრიდან ოპერატიული რეაგირების გამო.
აღინიშნა, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან, რათა დადგინდეს ზარალის მასშტაბი და თბილისის მერიამ შეძლოს რიგი დახმარების გაწევა დაზარალებულებისთვის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
ამასთან, აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს.
„19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო
გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მათივე ცნობით, შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ ვინაიდან კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან.
„ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრაციასა და სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეებს გაძლევთ შესაძლებლობას, დაარეგისტრიროთ ძაღლი და გაასტერილოთ უფასოდ მობილურ ვეტკლინიკაში, თქვენთვის ხელსაყრელ, ახლომდებარე ლოკაციაზე.
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს.
13 აპრილს, კვირას, მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ვარკეთილი 3-ის, მესამე მიკრორაიონში, N344-ე, N329-ე და N334-ე კორპუსებს შორის მდებარე სკვერში, 12:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება.
იხილეთ სკვერის მდებარეობა:
https://www.google.com/maps/place/41%C2%B042'24.8%22N+44%C2%B052'34.8%22E/@41.706899,44.8737628,811m/data=!3m2!1e3!4b1!4m4!3m3!8m2!3d41.706899!4d44.8763377?hl=en&entry=ttu&g_ep=EgoyMDI1MDQwMi4xIKXMDSoASAFQAw%3D%3D
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული აქციის ფარგლებში მიიღონ შემდეგი სერვისები:
ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია
ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია
ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია
ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია
მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ დარეკოთ მითითებულ ნომერზე - 550 054 144 და ჩაეწეროთ.
აუცილებელია, მოქალაქეებმა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია/კასტრაცია.