თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დღეს ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა. საქალაქტაშორისო მარშუტებზე დასაქმებული ადამიანების მთავრი პრობლემა ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან კერძო სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც 2013 წლამდეა გამოშვეული, მუშაობა აეკრძალებათ. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთავევაში კი ასობით მძღოლი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. მიუხედავად იმისა რომ ტრანსპორტის მძღოლებს ჯერ ოფიციალური წერილი არ მისვლია, შიში აქვთ რომ ქართული ოცნების მთავრობა, მათ ოჯახებს შემოსავლის გარეშე ტოვებს.
თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს მძროლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე ოქნების მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმა საქალაქტაშორისო ტრანსპორტის მონოპოლიზაცია მოახდინონ.
„ჩემი მომდევნო დღეების მიზანია გავარკვიოთ ვინ აპირებს ამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვას, შესთავაზებენ თუ არა აქ არსებულ მძღოლებს დასაქმებას, ან შესაძლებლობას რომ შეიძინონ ავტობუსები, რომელსაც ითხოვს კონკრეტული სამსახური და გააგრძელონ მუშაობა, აქ მყოფმა ასობით მძღოლმა, შეინარჩუნონ სამსახური და მათი ოჯახები არ დარჩნენ ელემენტარული შემოსავლის გარეშე. მათი შიში დაყრდნობილია იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც ხელისუფლებამ მიიღო ან უნდა მიიღოს, ამის შესახებ კი მათ არაფერს ეუბნებიან. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის რომ ახალი სტრუქტურა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, არ მოარგოს ქართულმა ოცნებამ თავის საახლობლოს, ტენდერებით და ჩაწყობებით, რაც ასობით მძღოლს დატოვებს უმუშევარს“. აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პროექტის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.
ამ დროისთვის დასრულებულია გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტექნოპარკის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების, მწვანე ღობის მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის.
ტექნოლოგიური ჰაბისთვის შესყიდულია საქართველოში პირველი მეტალის 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მეტალისგან შექმნან რთული, მაღალი სიზუსტით დამზადებული კომპონენტები.
მთავრობის მეთაური ქუთაისში დღეს ხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
„ჩვენ დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები. აქ მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. ასევე სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას. ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში და საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისებრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდასა და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები გადაეცა.
„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ასეთი პროექტები. ერთდროულად ხორციელდება ხუთ სხვადასხვა ქალაქში და ჯამში ათასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ინვესტიციების ჩადება.
ჩვენ ასევე მოვინახულეთ ყოფილი პარლამენტის შენობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი და იქაც დავათალიერეთ მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც ასევე ვადებში ხორციელდება. გვინდა, რომ ყოფილი პარლამენტის შენობის გარშემო განვითარდეს არსებული სივრცე სხვადასხა კუთხით, მათ შორის ჩვენ დაანონსებული გვქონდა ჯერ კიდევ შარშან, რომ აშენდება ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში და უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით. მომავალ წელს დაიწყება უშუალოდ სამუშაოები და განსაზღვრულ ვადებში ქუთაისი მიიღებს ახალ სპორტის სასახლეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაშენდება ძალიან დიდი სკვერი, რომელიც უმასპინძლებს ქუთაისელებს, ქუთაისის სტუმრებს და იქნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე.
„ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის განვითარებისთვის. ქუთაისზე ზრუნვა დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ქუთაისის ნამდვილ საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნასთან დაკავშირებით. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა გვინდა ავაშენოთ ქუთაისში და ამასთან დაკავშირებითაც, მეტ დეტალს საზოგადოება გაიგებს ძალიან მალე. ჩვენ გვინდა, რომ ათი ათასობით სტუდენტი მიიღოს საბოლოო ჯამში ქუთაისმა და ეს ხელს შეუწყობს ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენას, ქუთაისის განვითარებას. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის მიერ ძებნილმა საქართველოს მოქალაქემ, გიორგი კინოიანმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და ახლა პატიმრობაშია - საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ განმარტებებს, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ის რუსეთს არ გადაეცეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამავე კოალიციის წარმომადგენელთან, ვატო სურგულაძესთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, გიორგი კინოიანმა არ იცოდა, რომ ის რუსეთის მიერ ძებნილი იყო.
„კანცელარიაში დავტოვეთ წერილი და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ ოფიციალურ განმარტებებს, თუ რას აკეთებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური უწყება იმისთვის, რომ გამოვიხსნათ სომხეთში დაპატიმრებული, ძალიან მაგარი ვაჟკაცი ბიჭი, საქართველოს მოქალაქე, გიორგი კინოიანი. ის უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა. მას დონეცკის სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და როგორც ირკვევა, ის რუსეთის მიერ იძებნებოდა. მან არ იცოდა, რომ ძებნილი იყო. გადაკვეთა სომხეთის საზღვარი, ჩვენმა მესაზღვრეებმა ის საქმის კურსში არ ჩააყენეს და ახლა პატიმრობაშია. რუსეთი მის გადაცემას ითხოვს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ სულგაყიდული მოღალატეები არიან, მჯერა, რომ ამ უწყებაში სხვა პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ მმართველ პოზიციაზე. ამ ხალხმაც და საქართველოში არავინ არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთს გადაეცეს საქართველოს მოქალაქე და ის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩვენ ოფიციალურად ვითხოვთ განმარტებებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ან გადადგა, რათა ეს ბიჭი საქართველოში დაბრუნდეს და არ გადაეცეს რუსეთს. ამასთან, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ უკრაინაში ნაომარ ათასობით ქართველს მსგავსი საფრთხე და პრობლემა არ ჰქონდეს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ბრიფინგზე ასევე, ისაუბრა კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც, ვატო სურგულაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „დიახაც, მოვითხოვთ ეს გმირი ადამიანი, გიორგი, დაბრუნდეს საქართველოში და არ გადაეცეს რუსულ ფაშისტებს, სადაც, ალბათ, თუ ციხეში მოხვდა, იცით, როგორ პირობებში იქნება, საერთოდ თუ გადარჩება“.
კალაძე ასეულობით მილიონს იპარავს და არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ... ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ ხალხს. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ“.
„დაუჯერებელი რაღაცები ხდება. კალაძე იპარავს ასეულობით მილიონს და ამისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ, სადღაც სატყეოს მოადგილის დამკვრელებს. ამ დროს კალაძე ასეულობით მილიონს იპარავს, მთელი „ქართული ოცნება“ იპარავს და ამის გამო არავინ არავის იჭერს. ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! მარაზმია სადაც აღმოვჩნდით, ეს მარაზმი ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. მომხდარის გამო ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს.