სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.
შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა.
მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთში ვიზიტის დროს გაფორმებული დოკუმენტები სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.
პრემიერ-მინისტრმა ულან ნიაზბეკოვს მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დაესწრო.