ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF)მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში პრაქტიკული გზამკვლევი/სახელმძღვანელოს შემუშავება დასრულდა. დოკუმენტი შეეხება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებას და მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ კომუნალური სერვისების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირები.
სახელმძღვანელოში მოცემულია შესაბამისი განმარტებები კომუნალური მომსახურების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე, ამასთანავე დოკუმენტი წარმოადგენს რეგულირების საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, მასში ასახულია განმარტებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხსა და უახლესი რეგულირების ტენდენციებზე.
2024 წლის თებერვლიდან ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი).
პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 5-დან 8 თეთრამდე გაიზარდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 21 იანვარს შეიცვალა და 5-8 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი - ₾3.62; ზრდა - 8 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.22; ზრდა - 8 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.17; ზრდა - 5 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.12; ზრდა - 5 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.05; ზრდა - 8 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾3.04; ზრდა - 5 თეთრი;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 20 იანვრის შემდეგ შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 6-8 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.63, ზრდა - 8 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.23, ზრდა - 8 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.13, ზრდა - 8 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾3.03, ზრდა - 8 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.19, ზრდა - 6 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.09, ზრდა - 6 თეთრი;
გაზი - ₾1.69;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ის, Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს.
Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი - ₾3.58;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.19;
ევრო რეგულარი - ₾2.99;
Efix ევრო დიზელი - ₾3.20;
ევრო დიზელი - ₾3.10;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Euro Super – ₾3.47;
Premium Avangard - ₾3.00;
Euro Regular - ₾2.84;
Euro Diesel - ₾3.00;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.50;
ნანო პრემიუმი - ₾3.11;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.95;
ევრო 5 დიზელი - ₾3.07;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾2.98;
LPG – ₾1.70
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:
Super - ₾2.99
Premium - ₾2.78;
Euro Regular - ₾2.68;
Euro Diesel - ₾3.03;
Effect Diesel - ₾3.68;