თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ფინალურ ბლოკში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია მიიღო, ფინალურ ბლოკში ვეღარ გამოვა და, შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი სულამანიძეს გადაეცემა.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლუკა მაისურაძემ (90კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.
ლუკა მაისურაძემ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე რიმ ფრიდმან ზილბერშტეინს, ისლამ სოგენოვს, ივაილო ივანოვსა და ალექს კრეტს სძლია.
აღნიშნული ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ლუკა მაისურაძისთვის მეოთხეა. ჩემპიონი ის 2022 წელს გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2026 წლის კონტინენტის პირველობაზე მაისურაძემ საქართველოს დელეგაციას მეხუთე მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ქართულ დელეგაციას გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) შესძინეს.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.
ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალ გზაზე მაგამედ ბორჩაშვილი, არის ზარაგკასი, ეეტუ იჰანამაკი და ზელიმ ტცკაევი დაამარცხა.
აღნიშნული ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ტატო გრიგალაშვილისთვის მეექვსეა. 2020, 2022 და 2024 წლებში ის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2023 და 2025 წლებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2026 წლის კონტინენტის პირველობაზე გრიგალაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ქართულ დელეგაციას გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მოუტანა.
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90კგ).
ქართველმა ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარის უპირატესობით დაამარცხა და ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ლაშა ბექაურს სძლია.
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.