საქართველოს ეროვნული ნაკრები, 16 და 19 ნოემბერს, ერთა ლიგაზე ორ შეხვედრას გამართავს. 16-ში, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, ჩვენი გუნდი უკრაინას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი, ქალაქ ოლომოუცში, ჩეხეთს ესტუმრება. დასკვნითი შეხვედრების წინ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და თუ პირველ ადგილზე გასვლა და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შენარჩუნება სურს, ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს.
ვილი სანიოლმა გადამწყვეტი მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. განაცხადშია ლაშა დვალი, რომელიც დისკვლიფიკაციის გამო, უკრაინასთან არ გვეყოლება, თუმცა ჩეხეთთან თამაშს მოახერხებს. რაც შეეხება სრულ სიას, ის ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), საბა კვირკველია („დინამო“, თბილისი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევნტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ ეტიენი“, საფრანგეთი);
თავდამსხმელები: საბა ლობჟანიძე („ატლანტა“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერიკ ტენ ჰააგმა ჩაიბაარა, გულშემატკივრები ელოდნენ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი, იპოვიდაიმ შემადგენლობას, რომლითაც „წითელი ეშმაკები“ ძველ დიდებას დაიბრუნებდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგასაც დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ტენ ჰააგის გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერი შეძლო და ლოგიკურიც იყო, რომ გასული და მიმდინარე სეზონისსრულად ჩაგდების შემდეგ, ჰოლანდიელს კარისკენ მიუთითეს. არსებობდა ვარაუდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ რუუდ ვან ნისტელროი ჩაიბაარებდა, ისევ ჰოლანდიელი, ამავე კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, მაგრმა ნურას უკაცრავად - დირექტორატმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
მოკლედ, „მანჩესტერის“ თავკაცად რუბენ ამორიმი დაინიშნა. 39 წლის პორტუგალიელი ინგლისელებმა „სპორტინგს“ წაართვეს. ჰო, სწორედ რომ წაართვეს, რადგან ამ კლუბში ამორიმს საოცარი შედეგი ჰქონდა - საწყის 10 ტურში, 10 მოგება, 35 გატანილი და მხოლოდ 3 მიღებული ბურთი. კომპენსაციის სახით, „სპორტინგი“ 11 მილინ ევროს მიიღებს და შეეცდება ახალი მწვრთნელი მოძებნოს, ხოლო თავად ამორიმის გასამრჯელი 8 მილიონი ევრო იქნება. პორტუგალიელთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და როგორც ამბობენ, მას კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერებისთვის სოლიდურ თანხებს გამოუყოფს.
რამდენიმე თვის წინ ითქვა, რომ თბილისის „დინამოს“ 17 წლის შემტევით, ვახტანგ სალიათი მიუნხენის „ბაიერნი“ და „ნიუკასლ იუნააიტედი“ ინტერესდებოდნენ. მაშინ ეს ბევრს გადაჭარბებული ეჩვენა, რადგან ახალგაზდა ბიჭს ფეხი „დინამოშიც“ კი არ ჰქონდა ნორმალურად მოკიდებული, მაგრამ მერე და მერე, ინგლისელებმაც და გერმანელებმაც, „დინამოს“ თამაშებზე სიარულს მოუხშირეს და ყველა სულგანაბული ელოდა, რა მოხდებოდა.
„როგორც იქნა, „ნიუკასლის“ ბოსები მიხვდნენ, რომ სალიას ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და ის გერმანელებს ცხვირწინ ააცალეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სწორი შენაძენი, რაც „ნიუკასლს“ ბოლო დროს გაუკეთებია. არავინ ელოდება, რომ ახალგაზრდა შემტევი უკვე მომავალ ზაფხულს დაიწყებს პრემიერლიგაში თამაშს. „ნიუკასლი“ მას საფრანგეთში, ან ნიდერლანდებში გაანათხოვრებს, კარგ კლუბში, ისეთში, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება და ერთ წელიწადში ისინი უმაღლესი დონის, ახალგაზრდა ფორვარდს მიიღებენ“,-წერს ბრიტანული მედია.
„ოქროს ბურთის“ წლევანდელი გამარჯვებული ესპანელი ნახევარმცველი როდრი გახდა. დაჯილდოვება სკანდალს ვერ ასცდა - ყველას ეგონა, რომ აღნიშნულ ჯილდოს, „რეალის“ შემტევი, ვინისიუსი მოიგებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად - ყველაფერი სხვაგვარად გადაწყდა. არადა, ვინის დაგეგმილი ჰქონდაზეიმი, პარიზში რამდენიმე ნომერი დაჯავშნა, იქ წასვლას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აპირებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გააუქმა და „რეალის“ მთელმა შემადგენლობამ, ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადა. 2023/24 წლების სეზონში, ვინისიუსმა „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რაც შეეხება როდრის მიღწევებს - „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად მოიგო პრემიერლიგა, ჩაატარა 34 შეხვედრა, გაიტანა 8 გოლი და შეასრულა 9 შედეგიანი გადაცემა, „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად მოიგო უეფას სუპეერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი და „ფურია როხას“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
როდრი „მანჩესტერ სიტის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთის“ მოგება მოახერხა. ის მესამე ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ჯილდოსმოგება შეძლო. მანამდე ეს ალფრედო დი სტეფოანომ (1957, 1959) და ლუის სუარესმა (1960) შეძლეს. 2015 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ოქროს ბურთი“ მოიგო 30 წელზე ნაკლები ასაკის ფეხბურთელმა - როდრი 28 წლისაა. და ერთიც - როდრი პირველი ფეხბურთელია პრემიერლიგიდან, რომელმაც ეს ჯილდო 2008 წლის შემდეგ მოიგო - 2008 წელს ეს კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში მოახერხა.