ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 22 თებერვალს კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება.
საქართველო, უკვე მეორედ, ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად.
ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის, „ვაილდ ქარდის“ მფლობელი, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა. შესაბამისად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ახალი მიმართულება, კიდევ ერთხელ მონიშნა.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ეს სახეობა მსოფლიოში ახალი მიმართულებაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS) საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა და ღონისძიებები მათი ეგიდით ტარდება.
მესტია მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ (100 TV, 200 Digital) მაყურებელს ფარავს. ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ინფორმაციას ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უეფა-ს ოფისში 2024-25 წლების ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და სრულად დაკომპლექტდა პლეი ოფის ბადე.
1/8-ფინალი
პლზენი – ლაციო
ბოდო გლიმტი – ოლიმპიაკოსი
აიაქსი – აინტრახტი
ალკმაარი – ტოტენჰემი
სოსიედადი – მანჩესტერ იუნ
სტიაუა – ლიონი
ფენერბახჩე – რეინჯერსი
რომა – ბილბაო
1/4-ფინალი
ბოდო გლიმტი/ოლიმპიაკოსი – პლზენი/ლაციო (1)
ალკმაარი/ტოტენჰემი – აიაქსი/აინტრახტი (2)
სტიაუა/ლიონი – სოსიედადი/მანჩესტერ იუნ (3)
ფენერბახჩე/რეინჯერსი – რომა/ბილბაო (4)
1/2-ფინალი
მე-2 წყვილის გამარჯვებული – პირველი წყვილის გამარჯვებული
მე-3 წყვილის გამარჯვებული – მე-4 წყვილის გამარჯვებული
პლეი ოფის კალენდარი
1/8-ფინალი: 6 და 13 მარტი
1/4–ფინალი: 10 და 17 აპრილი
1/2–ფინალი: 1 და 8 მაისი
ფინალი: 21 მაისი (ბილბაო)
საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას - მიხეილ ბერიშვილს, დუდა სანაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს, ალექსანდრე მამუკელაშვილს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ბექა ბექაურს, ლუკა ლიკლიკაძეს, გიორგი ტურძილაძეს, დავით კაკუშაძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი ცინცაძეს, თადუს მაქფადენს, გიორგი კორსანტიას, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, კამარ ბოლდუინს, გიორგი ოჩხიკიძეს, ოთარ ფხაკაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, რევაზ როგავას, ჯოზეფ თომასონს;
ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი - ილიას ზუროსი, ალექსანდარ ჯიკიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, გეორგიოს ლიმნიატისი, დავიდ დუფორი, ფილიპ მიჰაილოვიჩი, მარკო ესპოსიტო, ირაკლი შიოშვილი, ნიკოლოზ ცინცაძე;
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა - ფედერაციის პრეზიდენტი - ვიქტორ სანიკიძე; ფედერაციის გენერალური მდივანი - ლაშა გამყრელიძე; ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - დავით საყვარელიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა.
სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე - ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილნი არიან საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები: ორგზის ევროლიგის გამარჯვებული და ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი შერმადინი; 2019-2020 წლების კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული - თორნიკე შენგელია.
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოების მიზნით პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პერსონალი.
ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაეგზავნა.