„Starring Georgia“-ს ფარგლებში, მსოფლიო სუპერვარსკვლავი, პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ჯასტინ ტიმბერლეიკი 23 ივლისს „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
ჯასტინ ტიმბერლეიკს პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის - „Man of the Woods“, „The 20/20 Experience“, „FutureSex/LoveSounds“ და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის - „Justified“. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო „Emmy“-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ „Saturday Night Live-ში“ მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.
ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს „DreamWorks“-ის ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can't Stop the Feeling!“ 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday“-დან, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish“ და „No Angels“.
„დინამო არენაზე“ შეკრებილ მელომანებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და სიმღერებს უახლესი ალბომიდან.
ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს დაიწყება, თუმცა, ერთი დღით ადრე, 7 აპრილს „Starring Georgia“-ს ლოიალობის ბარათის „Starring Card“-ის მფლობელთათვის „Pre Sale“ იმოქმედებს, სადაც ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები გაიყიდება.
მთავრობამ და ეკლესიამ შევიმუშავეთ ერთობლივი გეგმა, რაც იყო საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღონისძიებების სწორად და სათანადოდ წარმართვას.
„გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია - საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი, უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით განხორციელდეს ყველა შესაბამისი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი და ეს მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე პროცესის სწორად წარმართვისთვის, ასევე სამომავლო, გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაგპირდეთ თანადგომას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ჩვენ დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი, ეს უძვირფასესი ტაძარი, ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“- აღნიშნა პრემიერმა.
გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას – დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გელათი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება საქართველოს სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად.
„გელათის უნიკალური ხუროთმოძღვრული ანსამბლის უნივერსალური ღირებულება აღიარებულია იუნესკოს მიერ. გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც გელათი უახლოეს წარსულში იდგა; მათ შორის იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიძლებოდა, ამორიცხულიყო კიდეც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით სტატუსის შენარჩუნება”, - განაცხადა პრემიერმა და ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან მალევე გელათში სტუმრობა გაიხსენა, როდესაც სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ რთული ვითარება იყო და სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი დროებითი კონსტრუქციის აგება იწყებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გელათის ტაძარში ერთი თვის წინაც იმყოფებოდა და უკვე ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამუშაო.
“ეს სამუშაოები არის სწორად დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი იმ შედეგზე, რასაც ჰქვია სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა უცხოელი ექსპერტების წვლილს გელათის აღდგენის საქმეში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ 22 მარტს უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის ინფლიტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება.