საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწესდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებებს გუშინდელი გამარჯვებები მიულოცა.
„მინდა მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, პირველ რიგში, კალათბურთელებს მივულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა ჩვენი ეროვნული ნაკრები.
მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადავუხადო მადლობა ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის. კალათბურთის ფედერაციას მინდა გადავუხადო მადლობა თავდადებისა და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის. სამომავლოდ მინდა ვუსურვო წარმატებები. მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასევე ფეხბურთელებს მინდა მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა წარმატება ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის.არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითიხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. სამხატვრო სკოლაში წალენჯიხელ და საოკუპაციოხაზთან მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებსდღეიდან შესაძლებლობა ექნებათ ხატვა უფასოდშეისწავლონ.
წალენჯიხაში არტ-მეურნეობა 3 წლის წინ მამუკახაზარაძის ინიციატივით გაიხსნა. სამხატვრო სკოლა-სტუდია წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობისსაგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მუშაობსთბილისის სამხატვრო სტუდია „ფრესკას“ პროგრამით. სწავლა სკოლაში ყოველდღიურადიქნება. სამომავლოდ სამხატვრო სკოლაშისხვადასხვა მხატვრის გამოფენები, ვორქშოპები დათემატური არტ-საღამოებ მოეწყობა. სივრცე იქნებაცოცხალი, განახლებადი და დინამიური, სადაცხელოვნების პროცესში ბავშვები და საზოგადოებისსხვადასხვა ჯგუფები გაერთიანდებიან. წალენჯიხისსამხატვრო სკოლაში 6-დან 18 წლამდემოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.
პატრიარქმა გეკა გელაძისა და მამუკა მდინარაძის ოჯახები დალოცა.
ილია მეორემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.