შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა თბილისკი დააკავა. ის კრიმინალურმა პოლიციამ აიყვანა. ვრცელდება ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ გელა ჯოჯუა თავისი შვილის, MMA-ის მებრძოლის ლიანა ჯოჯუას სანახავად იყო მისული.
უცნობია, როგორ გადმოკვეთა მან საზღვარი ან რომელი სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში. ის არაერთხელ იყო დაკავებული უკრაინაში.
მას ედავებოდნენ როგორც ქურდული სამყაროს წევრობას, ასევე კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო - 236-ე და 260-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.
ფორმულას ინფორმაციით, ის ორთაჭალაში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დააკავეს. საუბარია ყოფილ საჯარო მოხელეზე, ალეკო კვაჭაძეზე, რომელიც თბილსერვისს ხელმძღვანელობდა.