პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან 25 წლის ბელარუსის მოქალაქეზე თავდასხმაში, მის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში თანხის შეტანის დროს, 25 წლის კაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა.
პოლონური მედიის მიხედვით, თავდამსხმელებმა ბელარუსის მოქალაქე მიწაზე დააგდეს, სასტიკად სცემეს და მანქანაში მის ძალით ჩასმასაც ცდილობდნენ.
RMF FM-ის ინფორმაციით, შედეგად დაზარალებულმა თავის არეში დაზიანებები მიიღო, ხოლო თავდამსხმელებმა მას წაართვეს მობილური ტელეფონი და საფულე, რომელშიც რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის თანხა იყო.
ვარშავის პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ყაჩაღობაში არიან ეჭვმიტანილნი.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, შსს-მ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავა.
ნია იმნაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ანასტასია ბერუაშვილს კი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.