წითელი ყურძნისა და ფორთოხლის ერთად მიღება, პროფესიონალების მტკიცებით, ადამიანს ჭარბი წონისგან გაათავისუფლებს. ახალი წამლის შექმნის საკუთარ იდეას მედიკოსები ღია ნივთიერებების საფუძველზე ახორციელებენ, რაც საბოლოოდ შესაძლებლობას მოგვცემს, დიაბეტსა და სიმსუქნეს თავი დავაღწიოთ. უორვიკის უნივერსიტეტის სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ორ შემადგენლობაში არსებული ნაერთების კომპოზიცია ხელს უწყობს დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისა და ზედმეტი კილოგრამების აკიდების რისკის შემცირებას. ასეთ ეფექტს იძლევა ტრანს-რესვერატროლი და ჰესპერტინი, რომელსაც ყურძენი და ფორთოხალი შეიცავს - ერთად მოქმედებით, ისინი ცილა Glo-ის გამომუშავებას უწყობენ ხელს, რომელიც შაქრის მავნე ზემოქმედებას ანეიტრალებს.