იელის უნივერსიტეტში, 2025 წელს აამოქმედებენ კურსს, რომელიც ბიონსეს და მის ცხოვრებას მიეძღვნება. სტუდენტები შეისწავლიან, როგორი გავლენა მოახდინა მომღერალმა თანამედროვე კულტურასა და პოლიტიკაზე. კურსის სახელწოდებაა - „ბიონსე ქმნის ისტორიას: შავი ტრადიციის ისტორია, კულტურა, თეორია და პოლიტიკა მუსიკის გავლით“. კურსს წაიყვანს აფროამერიკული კვლევებისა და მუსიკის პროფესორი, დაფნა ბრუქსი. კურსის საკვანძო ელემენტი იქნება შავკანიან არტისტთა მიღწევების დემონსტრაცია. ბრუქსის თქმით, მეცადინეობებზე აჩვენებენ, როგორ ეხმიანება ბიონსეს მუსიკას ტრადიციული ამერიკული კულტურა.