National Geographic Pristine Seas-ის მეცნიერებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯანი აღმოაჩინეს. ის იმდენად დიდი ზომისაა, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელია. მარჯანის სიგრძე 30 მეტრზე მეტია, სიმაღლე 5.5 მეტრს შეადგენს, ასაკით კი 300 წელზე მეტი ხნისაა. სწავლულებმა ის ექსპედიციის დროს, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოლომონის კუნძულებზე აღმოაჩინეს. მათი თქმით, ის მილიარდზე მეტი პატარა პოლიპისგან შედგება. ის Pavona clavus-ის სახეობას მიეკუთვნება და კრევეტების, კიბოების, თევზებისა და ზღვის სხვა არსებების საცხოვრებელია. ზევიდან მარჯანი მოჩანს, როგორც უზარმაზარი ყავისფერი ქვა. თავიდან ექსპედიციის წევრებს ის ჩაძირული გემი ეგონათ.