აქამდე ასე იყო - ხოსეპ გვარდიოლა გუნდიდან ყოველთვის საკთარი ნებით მიდიოდა და სასურველ კლუბსაც ყოველთვის თავად არჩევდა. ბოლო დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და მაას ყოველთვის მსურველთა რიგი ედგა. ასე იყო მაშინაც, როცა კატალონიელმა სპეციალისტმა მილიარდერი შეიხების „მანჩესტერ სიტი“ ჩაიბარა და კლუბს ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ახლა კი... სეზონის წინ, „სიტი“ როგორც პრემიეერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე, უპირველეს ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ რადგ ინდა - ბოლო 12 შეხვედრიდან, მანჩესტერელებმა 1 მოიგეს, ორი ფრედ ითამაშეს და 9-ჯერ მარცხი განიცადეს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კატასტროფული შედეგია.
„ვაღიარებ, რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება. გუნდში ძალიანკარგი სიტუაციაა და სწორედ ეს მაძლევს იმის იმეედს, რომ მალე ყველაფერი დალაგდება“,-განაცხადა გვარდიოლამ, მაგრამ, ბრიტანული მედია წერს, რომ თუ „სიტი“ მოგებას არ დაიწყებს, შეიხები პეპს კარისკენ მიუთითებენ და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა გვარდიოლა გუნდიდან საკუთარი ნებით კი არ წავა, მას უბრალოდ გააგდებენ.