Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

ახალ წლამდე, ევროპის სტადიონებზე მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ისე, ახალ წელსაც ცოტა თუ დაისვენებს და ლიგების უმრავლესობა იანვარშივე განახლდება. ჰოდა, საინტერესოაა, როგორ ფორმაში ხვდებიან დღესასწაულს საქართველოს ნაკრების ლეგიონერები.
მეორე ბუნდესლიგის ცენტრალურ შეხვედრაში „პადერბორნმა“ „კარლსრუეს“ უმასპინძლა. გამარჯვების შემთხვევაში, სტუმრები გათამააშების ცხრილს ჩაუდგებოდნენ სათავეში და ბუინდესლიგაში დასაწინაურებლად სერიოზულ განაცხადს გააკეთებდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა ბუდუ ზივზივაძის ბენეფისად იქცა. ქართველმა თავდამსხმელმა საგოლეე გადაცემაც მიითვალა, გოლიც გაიტანა და გარდა იმისა, რომ ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა, მისი გუნდიც, მეორე ბუნდესლიგას ჩაუდგა სათავეში. რა ძნელი მისახვედრია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ზივზივაძე დაასახელეს და ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც აუცილებლად მოხვდება.


ტრავმის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელიაა. მისმა გუნდმასტუმრად „ჯენოას“ მოუგო, ქართველი ნახევარმცველი კი, მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა. კვარაჩვეულეებისამებრ აქტიური იყო და მეტოქეს უხეშობისსთვის ყვითელი ბარათიც მიააღებინა, თუმცა საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
სამაგიეროდ, საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა გიორგი წიტააიშვილმაა. მისი გუნდი „ეიბარს“ ესტუმრა და შეხვედრას აგებდა. გიორგი თადარიგში იყო და მოეედანზე 63-ე წუთზე შევიდა, 82-ეზე კი, თანაგუნდელს საგოლედ უპასა და იმის მიუხედავად, რომ მისი კლუბი 10 კაცით ასპარეზობდა, ქულის გადარჩენა მოხერხდა.
„ბარნლისთან“ დასანანი მარცხიიწვნიაგიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“. ქართველი ნახევარმცველი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია. სტუმრებმა გოლი სწორედ გიოს ჩაწოდების შემდეგ გაიტანეს, თმცა, თანაგუნდელებს რომ ევარგათ, ჩაკვეტაძის მიერ გაკეთებული კიდევ ორი საგოლე პასის გოლად ქცევა შეიძლებოდა.
ტრავმის გამო, საკუთარი გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი მამარდაშვილი. მის ნაცვლად, კაარს ისევ მაკედონიელი დიმიტრევსკი იცავდა და წინა შეხვედრის დარად, მამარდას კონკურენტმა ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ამიტომ, მოლოდინი იმისა, რომ დიმიტრევსკი ბოძებულ შანსს გამოიყენებდა და გიორგის ძირითად მეკარეობას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ გამართლდა. „ვალენსიამ“ კი, ისევ ვერ მოიგო, თანაც, საკუთარ მოედანზე და სერიოზული ეჭვი გვაქვს, გუნდის თავკაც რუბენ ბარახას კარისკენ მიუთითებენ.
საფრანგეთის თასზე იმარჯვა გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“. მწვრთნეელმა ქართველი ფორვარდი თადარიგში დატოვა და მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე შეუშვა. ამის მიუხედავად, მიქაუტაძე შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო და 88-ე წუთზე გატანილი გოლით, საკთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.


საფრანგეთის თასზე ითამაშა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმაც“ და მისი გუნდი „მარსელთან“ 0-4 განადგურდა. ეს კი იმის გამო უფრო მოხდა, რომ მასპინძლები მე-20 წუთიდან 10 კააცით დარჩნენ. ზურიკომ შეხვედრა ძირითადში დაიწყო, მაგრამ მწვრთნემა მეორე ნახევრის სტარტზევე შეცვალა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ქართველი უკვე წაგებულ შეხვედრაში დაასვენა. უკვე 4 იანვარს,„სენტ ეტიენს“ საფრანგეთის ჩემპიონატში „რეიმსთან“ პრინციპული დაპირისპირება ელის.
„ატალანტასთან“ გასვლით შეხვედრაში დამარცხდა საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“. ქართველმა მცველმა მატჩი ძირითადში დაიწყო და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვალეს. ის თანაგუნდელს საჰაერო ორთაბრძოლისას შეეჯახა, დაშავდა და მართალია, მოედანი თავისი ფეხით დატოვა, ითქვა, რომ მცირე ტრავმა მიიღო. სწორედ გოგლიჩიძის გასვლის შემდეგ გაუშვა „ემპოლიმ“ ის გოლი, რომლითაც შეხვედრა წააგო.