Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

უკრაინის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ შემტევი, მიხაილო მუდრიკი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. მას დოპინგის გამოყენებას ედავებიანდა პირველმა ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა. მეორე ანალიზი უკვე გაგზავნილია და თუ ამ შემთხვევაშიც დადებითი პასუხი იქნება, მუდრიკს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდება.
„მე ზუსტად ვიცი, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია. ამიტომ, ანტისადოპინგო სააგენტოსთან ვთანამშრომლობ და ნებისმიერი ანაალიზისთვისმზად ვარ“,-განაცხადამუდრიკმა და ამავდროულად, დახმარებისთვის, ყველაზე გამოცდილ იურიდიულ კომპანიას მიმართა. აღნიშნული კომპანია დისკვალიფიკაციას ვერაფერს შველის, თუმცა, იმას კი ახერხებს, რომ დისკვალიფიკაციის ვადას გარკვეულ ეტაპამდე შემცირებას მიაღწიოს.


თავის მხრივ, უმძიმეს მდგომარეობაშია „ჩელსიც“. კლუბმა მუდრიკი 2023 წლისზამთარში, 88.5 მილიონ ევროდ გადაიბირადა თუ მას დისკვალიფიკაციას მისცემენ, ასეთ ძვირადღირებულ ფეხბურთელს, უბრალოდ ვერ გამოიყენებს. ჰო, არსებობს მოსაზრება, რომ რიგი კლუბები იმ სედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელშიც მუდრიკმა მონაწილეობა მიიღო დასაგოლეე მოქმედებებით გამორიჩა, მაგრამ ძალიან საეჭვოა, სადისციპლინო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს. არად, რომ მიიღოს, ის შედეგიც გაუქმდება, როცა მუდრიკმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს გაუტანა, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, ამისშესაძლებლობა ძალიან, ძალიან მიზერულია.