Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
    Details
    პოლიტიკა
    496
    1 d

    ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

    ყველა სამინისტრო და სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    448
    1 d

    ყველა სამინისტრო და სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით - ირაკლი კობახიძე

    Details
    პოლიტიკა
    445
    1 d

    "უმძიმეს რამეს ითხოვდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა" - ირაკლი კობახიძე

    საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - რუბიო
    Details
    პოლიტიკა
    644
    2 d

    საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - რუბიო

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    6728
    1 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    54164
    10 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    67673
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    43060
    7 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა
    Details
    სპორტი
    146
    1 m

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

    ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
    Details
    სპორტი
    174
    3 h

    ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

    ცნობილია, როგორ დარეგულირდება სკოლებში მობილურების გამოყენება - ბრძანება
    Details
    განათლება
    219
    3 h

    ცნობილია, როგორ დარეგულირდება სკოლებში მობილურების გამოყენება - ბრძანება

    საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს
    Details
    საზოგადოება
    247
    8 h

    საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
1 y
607

შემოსავალი თუ ლარში გერიცხებათ, ბანკიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებთ - კრედიტის გაცემის ახალი წესები

სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 500 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ ბრძანება გამოქვეყნდა. დოკუმენტი ძალაში 2025 წლის 1 იანვარს შევა, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა აწერს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში სესხის აღების პირობები იცვლება. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებს, თუ 500 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2024 წელსაც გაზარდა, როდესაც ის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 200,000-დან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 100,000 ლარით ზრდას მოიცავს.

დოკუმენტი სრულად:

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 64​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 868-ე მუხლის მე-8 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 500 000 (ხუთასი ათას) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.

2. ამ წესის მიზნებისთვის სესხის გამცემი ორგანიზაცია განიმარტება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ:

ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 500 000 (ხუთასი ათას) ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;

გ) სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;

დ) სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით;

ე) ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.

4. ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება სესხის/საბანკო კრედიტის თავდებზე, გარდა იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნისა, ასევე, „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 400 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 10 აპრილის №90/04 ბრძანება.

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

Share Article

More From ვერსია

  • სპორტი

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

  • სპორტი

    ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

  • განათლება

    ცნობილია, როგორ დარეგულირდება სკოლებში მობილურების გამოყენება - ბრძანება

  • ეკონომიკა

    დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ

  • საზოგადოება

    საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

  • მსოფლიო ამბები

    ნიკოლ ფაშინიანის სკანდალური დოსიე

  • კრიმინალი

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

  • კრიმინალი

    აჭარის პოლიციამ 3 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

  • კრიმინალი

    აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

  • კრიმინალი

    სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო

VERSIA.GE