ბრიტანელმა და უნგრელმა სწავლულებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენს ყავის მოხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე. მათ ექსპერიმენტში 468 629 ადამიანი მონაწილებდა, რომელთაც თავიდან არ აღენიშნებიდათ გულსისხლძარღვთა პათოლოგიები. ისინი სამ ჯგუფად დაჰყვეს: პირველი ჯგუფი საერთოდ არ იღებდა ყავას, მეორე ჯგუფი დღეში ნახევარი ფინჯნიდან 3 ფინჯნამდე მოიხმარდა ამ მატონიზირებელ სასმელს, მესამე ჯგუფი კი დღეში 3 ფინჯანზე მეტ ყავას მიირთმევდა.

ექსპერიმენტის მონაწილეებს 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აფიქსირებდნენ გარდაცვალების ფაქტებს, როგორც სხვა მიზეზით, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებებით. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებში სიკვდილის რისკი 12%-ით ნაკლები იყო მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ ყავას. მკვლევარებმა ზუსტად არ იციან, როგორ ცვლის ყავა გულის სტრუქტურას, მაგრამ მიაჩნიათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ და უკეთესად უმუშავებთ, ვიდრე მათ, რომლებიც საერთოდ არ ეკარებიან ამ სასმელს.