Light
Dark
Share
Listen On

საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სტავროპოლის მხარეში თხრილში გადავარდა - დაიღუპა 5 და დაშავდა 38 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვია. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

საგზაო პოლიციის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, Setra-ს მარკის ავტობუსის მძღოლმა, რომელიც საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს, შეუსაბამო სიჩქარის გამო წინ მიმავალ "კამაზთან" დისტანციის დაცვა ვერ მოახერხა, რასაც შეჯახება მოჰყვა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა.