თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტებს უბრძანეს, პრესკონფერენციის ოთახში შეეფარებინათ თავი.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

როგორც მედია იტყობინება, შემთხვევის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

შემთხვევას აშშ-ის საიდუმლო სამსახური იძიებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სროლა მე-17 ქუჩისა და პენსილვანიის ავენიუს კვეთაზე, თეთრი სახლის კომპლექსის გარეთ განხორციელდა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი სოციალურ ქსელში აწერს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საიდუმლო სამსახურს რეაგირებაში „ეფბიაი“ ეხმარება.