Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

იტალიურ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლააპარაკებები ჩიხშია შესული. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ აურელიო დე ლაურენტისს, გადაწყვეტილი აქვს ზაფხულის სატრანსფერო სეზონისდროს, ქართველი შემტევი გაყიდოს და აღარ აპირებს ზედმეტი ხარჯი გასწიოს, ხელფასი მოუმატოს დაზედ ბონუსებიც მიაყოლოს. ბევრის აზრით, სწორედ ეს გახლავთ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტი კონტრაქტის გაგრძელებაზე ფეხს ითრევს.
სამაგიეროდ, ხვიჩას მსურველები არ აკლია და უკვე დადასტურდა, რომ მის აგენტებს, „ბარსელონას“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ესპანური მედია წერს, რომ კატალონიელები მზად არიან კვარაცხელიას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადონ, თავად ფეხბურთელს კი, წლიურ ხელფასად 8 მილიონი ევრო შესთავაზონ. ერთი შეხედვით, ეს წინადადება ქართველს უნდა აწყობდეს, თანაც „ბარსელონა“ ის კლუბია, რომელსაც გულშემატკივარი მსოფლიო მასშტაბით არ აკლია და რაც მთავარია, საქართველოშიც უაამრავი ქომაგი ჰყავს, მაგრამ...
„დე ლაურენტისმა კარგად იცის, რომ კვარაცხელიას დამატეა პსჟ-საც სურს და ფრაანგული კლუბის არაბი მფლობელები, ყველაზე ცოტაა, 100 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამ თანხის გადახდას კი „ბაარსა“ ვერ მოახერხებს და ამიტომ, „ნააპოლის“ პრეზიდენტი სწორედ პარიზელთა წინაადადებას ელოდება“,-ასე ფიქრობენ და ამბობენ იტალიელი ექსპერტები და ეს მოსაზრება სიმართლესთან ძალიან ახლოს უნდა იყოს.