Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს სამხედრო სწავლებას, „ტროას ნაკვალევს“, რომლის მიზანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება - აშშ-ის საელჩო
    Details
    პოლიტიკა
    70
    3 h

    საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს სამხედრო სწავლებას, „ტროას ნაკვალევს“, რომლის მიზანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება - აშშ-ის საელჩო

    საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა
    Details
    პოლიტიკა
    447
    1 d

    საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    575
    1 d

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

    უნდა გაირკვეს, შედეგს მოიტანს თუ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას - კობახიძე დიუშენის პრეპარატზე
    Details
    პოლიტიკა
    493
    1 d

    უნდა გაირკვეს, შედეგს მოიტანს თუ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას - კობახიძე დიუშენის პრეპარატზე

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    3657
    2 w

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    51107
    10 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    64608
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    40004
    6 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო — დაკავებულია 12 პირი
    Details
    კრიმინალი
    98
    3 h

    შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო — დაკავებულია 12 პირი

    პოლიციამ თბილისში  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
    Details
    კრიმინალი
    417
    18 h

    პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

    მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
    Details
    კრიმინალი
    397
    18 h

    მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

    აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    406
    18 h

    აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 m
1306

აფხაზეთის “ექსმინისტრი” სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ისევ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან 2024 წლის მაისში გაათავისუფლეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა 2014-2018 წლებშიც.

სად დასაქმდა ინალ არძინბა

გამოცემა РБК-ს მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინალ არძინბა სათავეში ჩაუდგა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს სტრატეგიული ინიციატივების კოორდინაციის დეპარტამენტს, რომელიც დაკავებულია პოლიტიკით უცხოეთის ქვეყნების მიმართ.

  • რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2025 წლის აგვისტოში შექმნილი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ ტიტოვია, თავად ეს სამმართველო კი პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს „ბლოკში" შედის.

რუსული გამოცემის წყაროთა თანახმად, სამმართველოს სტრუქტურაში არსებულ დეპარტამენტში ინალ არძინბას პასუხისმგებლობის სფეროში ნაწილობრივ შედიან აფრიკის ქვეყნებიც. დეპარტამენტში ქვეყნების მიხედვით მკაფიო გამიჯვნა არ არის და თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ამოცანის გადაჭრით არიან დაკავებული.

ინალ არძინბამ РБК-ს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

  • ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, 2021 წლის ნოემბერში, 31 წლის ასაკში დაინიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად და ამ მოვალეობას 2024 წლის 7 მაისამდე ასრულებდა.
  • 2014-2018 წლებში ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში. მანამდე ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
  • აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ინალ არძინბა მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და ევროკავშირს ადანაშაულებდა აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაში".
  • 2023 წელს არძინბამ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში ამ ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.
  • ინალ არძინბა იყო აფხაზეთში ე.წ. აგენტების კანონის მიღების აქტიური მხარდამჭერი.
  • არძინბას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი ვადით მუშაობის პერიოდში დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან ურთიერთობების კურატორი იყო, უკრაინა ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული და შეყვანილი ჰყავს უკრაინის მტრების სიაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების დღეს, 2024 წლის 7 მაისს ინალ არძინბამ განაცხადა, რომ თავად გადადგა და მოსკოვშია ახალი სამსახურის დასაწყებად. იმავე წლის სექტემბერში აფხაზური წყაროები იუწყებოდნენ, რომ არძინბამ მოსკოვში სამსახური ვერ იშოვა და სოხუმში დაბრუნდა.

Share Article

More From ვერსია

  • პოლიტიკა

    საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს სამხედრო სწავლებას, „ტროას ნაკვალევს“, რომლის მიზანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება - აშშ-ის საელჩო

  • კრიმინალი

    შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო — დაკავებულია 12 პირი

  • ეკონომიკა

    სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

  • ეკონომიკა

    დავით ნარმანია: “Aqualia”-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

  • კრიმინალი

    პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

  • კრიმინალი

    მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

  • კრიმინალი

    აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

  • დედაქალაქი

    დიდი დიღმის ტრამვაის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ივნისის ბოლომდე გაფორმდება - კალაძე

  • სპორტი

    ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

  • კრიმინალი

    ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

VERSIA.GE