იტალიურმა მოდის სახლმა - Prada და კერძო კოსმოსურმა კომპანიამ - Axiom Space, ერთობლივი ნამუშევარი წარადგინეს - ეს სკაფანდრია მთვარეზე, NASA-ს მომავალი მისიისთვის. ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობის შესახებ კოსმოსურმა კომპანიამ ერთი წლის წინ განაცხადა, როცა სკაფანდრ „არტემიდა-3“-ის შექმნაზე გაავრცელა ინფორმაცია. ვარაუდობენ, რომ მისია მთვარეზე 2026 წელს გაეშურება და 1972 წლის შემდეგ, პირველი პილოტირებული გაფრენა იქნება დედამიწის თანამგზავრისკენ. კომპანია აღნიშნავს, რომ სკაფანდრები გაუძლებენ ექსტრემალურ პირობებს მთვარის სამხრეთ პოლუსზე და დაბალ ტემპერატურებს - მუდმივად ჩრდილში მყოფ რეგიონებში. ამ სკაფანდრებში ასტრონავტებს ღია კოსმოსში ყოფნა რვა საათს შეეძლებათ. აღჭურვილობამ გარკვეული ტესტირება გაიარა, მათ შორის, წყალქვეშა ცდებიც. თანამგრზავრზე ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება და კოსმოსში 30 დღეს გაატარებენ.