ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი, „ოქროს ბურთის“ მომგები, ანდრეი შევჩენკო ახლა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და რაღა თქმა უნდა, სამშობლოში იმყოფება. ჰოდა, რუსეთთან ბრძოლის პარალელურად, უკრაინის პროკურატურა დეზერტირების საქმეებსაც იძიებს ანუ მათ საქმებეს, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ და ბრძოლას თავი აარიდეს. ჰოდა, როგორც ახლა გაირკვა, ერთ-ერთი პირი, რომელსაც მობილიზაცია შეეხო და ის ქვეყნიდან გაიპარა, შევჩენკოს დის ქმარი, ანდრეი ვასიურენკოა.
„ბერეგოვსკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, იან მიკშა ეჭვმიტანილია საზღვარზე უკანონოდ ადამიანების გადაყვანაში. ის საზღვრის უკანონოდ დატოვების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან 20 ათას დოლარს იღებდა და საერთო ჯამში, სლიდური თანხაც მოუგროვდა. ახლა ვარკვევთ, ვინ და როდის გაიყვანა მიკშამ ქვეყნიდან და რამდენიმეს ვინაობა უკვე დადგინდა. მათ შორის არიან ანდრეი შევჩენკოს და - ელენა შევჩენკო და მისი ქმარი - ანდრეი ვასიურენკო. კამერებზეც ჩანს, რომ მიკშამ მათ საბუთები არ შეუმოწმა, უბრალოდ ფული გამოართვა და უნგრეთში გაუშვა“, - წერია სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე