ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, ტოკიოში, გრან-პრის მორიგი ეტაპი გაიმართა. სპორტულ წყვილებში უპირობო ფავორიტად შარშანდელი მსოფლიოს ჩამპიონი წყვილი, მასპინძელთა წარმომადგენლები - რიკუ მიური და რიუჩი კიხარა ითვლებოდნენ. მათ მართლაც შეუდარებლად ისრიალეს და მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ კონკურენციას ვერავინ გაუწევდა, ყინულზე ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას ქართული დუეტი გავიდა.
ქართველების გამოსვლა მეორე დღეს სენსაციად მონათლა არა მარტო იაპონურმა მედიამ. ფიგურული სრიალის ექსპერტები აღიარებდნენ, რომ ბერულავა-მეტელკინას წყვილისგან ამას არ ელოდნენ და მათ მიეერ უზადოდ შესრულებულმა ნომერმა, საერთო ჯაბში, 213.05 ქულა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უდიდესი შანსია, ქართულმა დუეტმა დეკემბრის დასაწყისში, საფრანგეთში გასამართი გრან-პრის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვოს.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე