წლებია, კატალონიურ „ბარსელონას“ ამერიკული კომპანია „ნაიკი“ მოსავს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს გასდის და, რა თქმა უნდა, „ნაიკის“ ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თანამშრომლობა გაგრძელებულიყო. მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა კატალონიელებს „ადიდასის“ ბოსებიც ესაუბრებოდნენ. საბოლოოდ, შეთანხმება სწორედ „ნაიკთან“ მოხდა და მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ათი წლით გახანგრძლივდება, თუმცა...
„იმის გამო, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა, ერთჯერადი ბონუსის სახით, „ბარსელონა“ 158 მილიონ დოლარს მიიღებს. ამას გარდა, ყოველ წელს, მისი შემოსავალი „ნაიკიდან“ 120-127 მილიონი დოლარი იქნება, რაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მილიარდზე მეტს ნიშნავს. ასეთი მასშტაის ონტრაქტი, აქამდე არცერთ კომპანიას არცერთ კლუბთან არ დაუდია“, - წერს ესპანური მედია.