Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    418
    19 h

    "დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

    ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს
    Details
    პოლიტიკა
    370
    20 h

    ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს

    აფხაზეთის “ექსმინისტრი” სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა
    Details
    პოლიტიკა
    872
    2 d

    აფხაზეთის “ექსმინისტრი” სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა

    საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო
    Details
    პოლიტიკა
    746
    2 d

    საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    43817
    9 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    57314
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    32715
    5 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    45041
    9 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
    Details
    საზოგადოება
    49
    3 h

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად
    Details
    საზოგადოება
    264
    9 h

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს
    Details
    სპორტი
    279
    14 h

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
    Details
    საზოგადოება
    427
    19 h

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 m
554

სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები - ირაკლი კობახიძე

მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა გავმიჯნოთ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. მშობლები თუ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში შვილს არავითარი პრობლემა არ ექმნება მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით, თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი, მათ შორის შვილი, ექვემდებარება ნატურალიზაციის წესს, მოქალაქეობის პრინციპიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, შეიძლება, იყვნენ მშობლები ეთნიკურად ქართველები, მაგრამ თუ არ არიან მოქალაქეები, მათმა შვილმა უნდა მიიღოს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობა და ეს არის სტანდარტული წესი, რაც ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

„პროცედურების გამარტივება ამ კუთხითაც შესაძლებელია. ამაზე გვქონდა საუბარი იუსტიციის  მინისტრთან ერთად და ვგეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ პროცედურები. არიან, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, არიან მათი შვილები, თავადაც უნდათ მოქალაქეობის მიღება და მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და მათთვისაც შეიძლება, რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მისვლა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთია მოქალაქეობის მინიჭება, მეორეა მოსახლეობის ზრდა, რადგან ეს ადამიანი თუ არ ჩამოვიდა ფიზიკურად საქართველოში, მოსახლეობის ზრდაში ვერ ჩაითვლება.

„რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც თავის დროზე იქნენ გადასახლებული ან სხვა კუთხით მოხვდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორის საუკუნეების წინ, აქ შეიძლება კონსულტაციების გავლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიდგომით უნდა წავიდეთ. ისინი, როგორც წესი, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. არის, მათ შორის, მეზობელ თურქეთში მილიონობით ქართველი, ეთნიკურად ქართველი, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან თავის დროზე საქართველოდან გასული ადამიანები. ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია, თუმცა ამ საკითხზეც შეიძლება მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლაც.რაც შეეხება ქართველების დაბრუნებას საქართველოში, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც მინდა, რომ გავიხსენო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი. მათ არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათ. ადამიანს თუ უნდა ფიზიკურად საქართველოში დაბრუნება, ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. 2022 წლიდან საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი, ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. დღემდე ცხოვრობს საქართველოში 40 000 ქართველი, რომლებიც 2022 წლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

  • დედაქალაქი

    დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

  • მსოფლიო ამბები

    აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

  • მსოფლიო ამბები

    უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

  • საზოგადოება

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

  • დედაქალაქი

    12 და13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია