Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    425
    20 h

    "დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

    ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს
    Details
    პოლიტიკა
    375
    20 h

    ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს

    აფხაზეთის “ექსმინისტრი” სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა
    Details
    პოლიტიკა
    878
    2 d

    აფხაზეთის “ექსმინისტრი” სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა

    საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო
    Details
    პოლიტიკა
    752
    2 d

    საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    43822
    9 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    57319
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    32720
    5 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    45046
    9 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
    Details
    საზოგადოება
    81
    3 h

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად
    Details
    საზოგადოება
    272
    10 h

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს
    Details
    სპორტი
    285
    15 h

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
    Details
    საზოგადოება
    435
    20 h

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 m
580

ბიზნესის "პოლიტიკური აქტივობა" დასჯადი გახდა - ყაველაშვილმა 3 კანონს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის მიერ გუშინ, 4 მარტს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი იმავე დღეს მოაწერა. ცვლილებები, რომლებიც სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში რიგი შემზღუდავი მუხლების დამატებას ითვალისწინებს, „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობამ მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონებში, ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება:

  • კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება;
  • გრანტების შესახებ კანონის დარღვევა;
  • ბიზნესსუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება;
  • პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა.

ახალი ნორმით, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისას სასჯელის დამამძიმებელი გარემოება ხდება „კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივი“. ასეთ შემთხვევაში, პირს ძირითად სასჯელზე დამატებით ერთი წელი პატიმრობა დაემატება.

მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლში (ფულის გათეთრება). მუხლს დაემატა დამამძიმებელი გარემოება - „საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით“. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა სრულიად ახალი მუხლი, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს მოქალაქის მიერ შემდეგი ქმედებების სისტემატურადჩადენისთვის:

  • საჯარო მოწოდება კანონმდებლობის მასობრივი დარღვევისკენ;
  • ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ;
  • ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;
  • საკუთარი თავის ან სხვისი თვითნებურად წარმოჩენა ხელისუფლების წარმომადგენლად.

კანონში გაჩნდა ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც პირი დაისჯება ნებისმიერი „სისტემატური მოქმედებისთვის“, რომელიც მიმართულია „კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ“, თუ ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

ამავე მუხლით, იურიდიული პირები დაისჯებიან ჯარიმით ან ლიკვიდაციით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კი ჩაიწერა, რომ ნებისმიერი სამართალდარღვევისას პასუხისმგებლობა დამძიმდება, თუ ის ჩადენილია „კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით“.

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

  • დედაქალაქი

    დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

  • მსოფლიო ამბები

    აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

  • მსოფლიო ამბები

    უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

  • საზოგადოება

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

  • დედაქალაქი

    12 და13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია