Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    421
    20 h

    "დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

    ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს
    Details
    პოლიტიკა
    373
    20 h

    ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს

    აფხაზეთის “ექსმინისტრი” სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა
    Details
    პოლიტიკა
    876
    2 d

    აფხაზეთის “ექსმინისტრი” სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა

    საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო
    Details
    პოლიტიკა
    750
    2 d

    საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    43820
    9 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    57317
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    32718
    5 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    45044
    9 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
    Details
    საზოგადოება
    75
    3 h

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად
    Details
    საზოგადოება
    269
    10 h

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს
    Details
    სპორტი
    282
    15 h

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
    Details
    საზოგადოება
    432
    19 h

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 m
762

ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის - ნიკა გვარამია

ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას თქმით, ოპოზიცია თანხმდება ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე და არ ამბობენ უარს საკუთარ პოლიტიკურ იდენტობებზე.

„ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან სასიხარულოა, რომ მიწევს იმის განცხადება, რომ ოპოზიციის ალიანსი, სწორედ ამ სახელით, შედგა. ეს არ იყო ხანმოკლე კონსულტაციები, არ იყო მარტივი კონსულტაციები. დიდი ხანია, ეს მიმდინარეობს. ამასობაში ბევრნი ციხეში მოვხვდით, ვიღაცები გამოვედით, ვიღაცები ჯერ ისევ ციხეში არიან, ვიღაცები კი – არა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები და სხვები. ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. კვლავ ხაზგასმულად ვიტყვი, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე. ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, არ ვქმნით რაღაცა ერთიან სიას, ამაზე ლაპარაკი ახლა არ მიმდინარეობს და არც ვიცით, მომავალში იქნება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვქმნით ერთიანად სამოქმედო ერთობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ახლა პოლიტიკური ერთობა და ეს მნიშვნელოვანია, როგორც წინაპირობა საზოგადოებრივი ერთობისთვის. ჩვენ გვინდა, ამაში მონაწილეობა მივიღოთ და ვისაუბროთ საზოგადოების ძალიან ფართო ჩართულობით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადებაც.

„დღეს საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.

ჩვენი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:

ერთობა ერთფეროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.

დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.

შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის.

ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე გამოქვეყნდა და ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

  • დედაქალაქი

    დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

  • მსოფლიო ამბები

    აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

  • მსოფლიო ამბები

    უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

  • საზოგადოება

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

  • დედაქალაქი

    12 და13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია

  • სპორტი

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

  • საზოგადოება

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

  • პოლიტიკა

    "დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

  • პოლიტიკა

    ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს

VERSIA.GE