Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    702
    1 d

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    568
    1 d

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    683
    1 d

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი
    Details
    პოლიტიკა
    1037
    1 d

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    15432
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    62826
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    76370
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    52392
    8 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა
    Details
    სპორტი
    203
    4 h

    2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა

    ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
    Details
    სპორტი
    323
    8 h

    ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

    რა მოხდა სასტუმრო “აგარანში” - ადვოკატი ლაშა კაპანაძე დეტალებს ახმაურებს
    Details
    კრიმინალი
    873
    10 h

    რა მოხდა სასტუმრო “აგარანში” - ადვოკატი ლაშა კაპანაძე დეტალებს ახმაურებს

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
    Details
    საზოგადოება
    383
    13 h

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: დედაქალაქი
4 m
689

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N23-ში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ბადენი დეველოპმენტმა“ აწარმოვა.

ბინების სიმბოლური გასაღებები მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.

„დღეს 2026 წლის 24 თებერვალია. ეს თარიღი შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს იგი იმ 26 თბილისელი ოჯახისთვის, ვისაც მამების, დედების, ბებია-ბაბუების მიერ ჩადებული ინვესტიცია დღეს საცხოვრებელი ბინების სახით უბრუნდება. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაწყებული პრობლემა, რომლის უკან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ათასობით ოჯახი იდგა, ყველას გადაუჭრელი ეგონა. მახსოვს, მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ მათ დავპირდით, რომ დავიწყებდით საკითხის შესწავლას და მოვძებნიდით გზებს, რათა მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი დაზარალებული, მიმდინარე წელს კიდევ 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებში დამატებით 575 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია არა მხოლოდ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახებისთვის, არამედ თბილისის მერიის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინც უშუალოდაა ჩართული ამ რთულ პროცესში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, ჩემს მოადგილეებს, მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, სამსახურს, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ რთული საკითხის მოგვარებაში. პირადად მე, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გაკეთებული საქმეებით, გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებ უამრავ ოჯახს.

მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ბადენი დეველოპმენტს“, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე, 2025 წლის ბოლოს დაასრულა. ასე იქცევა პასუხისმგებლობიანი კომპანია, რომელმაც იცის, რას ნიშნავს თითოეული წელი თუ თვე ამ ოჯახებისთვის. მთელი გულით ვულოცავ ახალმობინადრეებს. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ, განვითარებას და წინსვლას. მიმდინარე წელს 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებში კიდევ 575 ოჯახი დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურად გრძელდება. დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილება 2017 წელს კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. პროგრამის განხორციელება 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანი დაზარალებული მოსახლეობისთვის ალტერნატიული ფართების გადაცემაა.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კობიაშვილი იმყოფებოდნენ.

Share Article
VERSIA.GE