იაპონურმა კომპანიამ MegaHouse, მსოფლიოში ყველაზე პატარა რუბიკის კუბიკი წარადგინა, რომლის ყოველი კუთხეც ალუმინისგან არის დამზადებული და სულ ხუთ მილიმეტრამდე შეადგენს. კომპანიის პრეზიდენტის თქმით, ასეთი უნიკალური კუბიკის შექმნა შესაძლებელი გახდა უზუსტესი დანადგარების, მჭრელი ინსტრუმენტებისა და მოთამაშეების ვნებების წყალობით. უმცირესი რუბიკის კუბიკი სულ 0.3 გრამს იწონის და ორიგინალის ზომის თითქმის მეათასედს შეადგენს. ამ თავსატეხის შეკვეთა კომპანიის საიტზე 5300 დოლარად არის შესაძლებელი. უმცირესი კუბიკის შექმნაზე მუშაობა კომპანიამ ოთხი წლის წინ დაიწყო, დამზადება კი - 2022 წლიდან. წელს, აგვისტოში გინესის რეკორდების წიგნმა დაადასტურა, რომ მიკროკუბი ნამდვილად ყველაზე პატარა ტრიალა თავსატეხია მსოფლიოში.