Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    აფხაზ ოპოზიციონერს საპარლამენტო იმუნიტეტს ართმევენ
    Details
    პოლიტიკა
    92
    2 h

    აფხაზ ოპოზიციონერს საპარლამენტო იმუნიტეტს ართმევენ

    ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    218
    9 h

    ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
    Details
    პოლიტიკა
    458
    10 h

    ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

    მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა
    Details
    პოლიტიკა
    288
    13 h

    მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    36716
    7 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    50205
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    25622
    4 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    37973
    8 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა - შსს
    Details
    კრიმინალი
    304
    15 h

    დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა - შსს

    პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოა, დიდი წილი ბოთლებსა და პარკებზე მოდის - გარემოს დაცვის სამინისტრო
    Details
    საზოგადოება
    432
    18 h

    პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოა, დიდი წილი ბოთლებსა და პარკებზე მოდის - გარემოს დაცვის სამინისტრო

    8 ახალი დეტალი ჯანგველაძის საქმეზე მორგოშიას დაკითხვიდან: Wildberries, „პოლიტიკაში ჩართვა“ და „ფარცხალაძის შფოთვა“
    Details
    კრიმინალი
    479
    20 h

    8 ახალი დეტალი ჯანგველაძის საქმეზე მორგოშიას დაკითხვიდან: Wildberries, „პოლიტიკაში ჩართვა“ და „ფარცხალაძის შფოთვა“

    როგორ შევინარჩუნოთ მშობლის ავტორიტეტი - ფსიქოლოგის 12 რეკომენდაცია
    Details
    განათლება
    332
    20 h

    როგორ შევინარჩუნოთ მშობლის ავტორიტეტი - ფსიქოლოგის 12 რეკომენდაცია

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 m
462

მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი - მიხეილ სააკაშვილი

არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს. მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა.

„მინდა, მოგესალმოთ დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ თანამებრძოლებს. სამწელიწად-ნახევარი ამ სასამართლოში არ ვყოფილვარ. ძალიან მომენატრეთ. მოსვლა გადავწყვიტე, რათა შეგხვედროდით თქვენ და გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს მძიმე პერიოდია. საქართველოს ისტორიის დიქტატურამ ფარდა ჩამოაფარა ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის, მაგრამ მოვედი, გითხრათ, რომ იმედი არის. რეჟიმი თავისუფალი სამყაროსგან კი არა, რუსეთისგანაც იზოლირებულია. ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და დაუნდობლობა, აქედან კი უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, დავძლიოთ შიში, ვთქვათ სიმართლე.

„ვარდების რევოლუცის“ რეფორმასაც ბევრმა ვერ აუწყო ფეხი, ნეპოტიზმს, კორუფციას დავეჯახეთ, იყო მძიმე შედეგები, მათ შორის ჩვენთვის. ბევრს არ მოეწონა. ლევან ბერძენიშვილმა მაშინ თქვა, სააკაშვილს საქართველოში დანია უნდა და ეს არ გამოვაო. გვთავაზობდნენ ქართულ ჯიგრულ პონტში ურთიერთობის გაგრძელებას. პატარკაციშვილი რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო. აქციები რომ მოეწყო მისი და უსოიანის მხარდაჭერით, მე გადავდექი თანამდებობიდან. ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, საქართველოში დაბრუნდებოდა თუ არა კორუფცია, კრიმინალი? იქნებოდა თუ არა 800 000 სოციალურად დაუცველი?

არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩემს კურსს უჭერს მხარს. ასევე არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა. რაზე ვჭამთ ერთმანეთს? იქეთ მხარეს ჭაობია, აქეთ – სიმართლე. ეს არის ბარბაროსებისა და ბიძინა სასტიკის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ყველაზე მატყუარა თავზე მოაჯდა საზოგადოებას, ნიჭიერება უნიჭობას ამარცხებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის შესახებაც გააკეთა განცხადება.

„უკრაინას რაც შეეხება, ბოლოს ამ დარბაზში ვიყავი, როცა რუსული ჯარები კიევთან იდგნენ, რადგან ვერ შეძლეს კიევის დაპყრობა, ვერცერთი დიდი ქალაქის აღება, რუსეთი დამარცხებულია. რუსეთი, რომელიც ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, დამარცხებულია. დონბასიც კი ვერ აიღეს, რაც ნიშნავს რუსეთის დამარცხებას. ვინაიდან დამარცხებულები არიან,  ჩვენ, ყველა ვიქნებით გამარჯვებულები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

განცხადების გაკეთების შემდეგ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. პროცესი მოწმეების დაკითხვით დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

Share Article

More From ვერსია

  • დედაქალაქი

    სამგორის რაიონში, ძმები ოცხელების ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა

  • პოლიტიკა

    აფხაზ ოპოზიციონერს საპარლამენტო იმუნიტეტს ართმევენ

  • პოლიტიკა

    ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

  • პოლიტიკა

    მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

  • კრიმინალი

    დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა - შსს

  • საზოგადოება

    პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოა, დიდი წილი ბოთლებსა და პარკებზე მოდის - გარემოს დაცვის სამინისტრო

  • პოლიტიკა

    ბიზნესის "პოლიტიკური აქტივობა" დასჯადი გახდა - ყაველაშვილმა 3 კანონს ხელი მოაწერა

  • მსოფლიო ამბები

    ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილი ძვირად დაგიჯდებათ - ალი ლარიჯანი

  • დედაქალაქი

    სამგორის რაიონის გამგებელმა ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

VERSIA.GE