სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შშმ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს "ისთ ფოინთის" გასართობი ცენტრის "ფოკუს-მოკუსის" ბილეთები და ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ. ბავშვები სხვადასხვა სახის ატრაქციონით ისარგებლებენ.
ასევე, საახალწლო საჩუქრები გადაეცა ვარკეთილში მოქმედი დღის ცენტრის "ახალი ნაბიჯების" 50-მდე აღსაზრდელს.
ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე დაესწრო, რომელმაც ბავშვებს და მათ მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
წინასაახალწლო პროგრამაში რაიონში მცხოვრები 360 ბავშვი მონაწილეობდა.