საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 39%-ის მთავარი მოტივაცია ბუნებაში ლაშქრობაა - ამის შესახებ დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა კმაყოფილების მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
2025 წლის 7 თვის განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებს 662 205 ვიზიტორი ესტუმრა, მათი უმეტესობა 54% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. სხვა ქვეყნის ვიზიტორებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდნენ სტუმრები პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და ბელარუსიდან. ვიზიტორების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობის ძირითადი მოტივაცია და ინტერესები მრავალფეროვანია.
კვლევის მიხედვით, ვიზიტის ძირითადი მიზანია:
- ველურ ბუნებაში ლაშქრობა (39%),
- ბიომრავალფეროვნების გაცნობა (30%),
- კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა (11%),
- რეკრეაცია (11%)
- სამეცნიერო საქმიანობა (3%);
ტურების ტიპებიდან ვიზიტორები უპირატესობას ანიჭებენ საფეხმავლო მარშრუტებს.
ვიზიტორთა 50% მოგზაურობს მეგობრებთან ერთად, 43% – ოჯახთან ერთად, ხოლო 7% მოგზაურობს მარტო.
"აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ დაცული ტერიტორიები იზიდავს როგორც ბუნების და აქტიური დასვენების მოყვარულებს, ისე კულტურული მემკვიდრეობისა და სამეცნიერო კვლევების ინტერესის მქონე ვიზიტორებს", - აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოში IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 25 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
2024 წლის მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ფართობი 927 748 ჰექტარს შეადგენდა, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.
სააგენტოს ცნობით, ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.
წყარო: bm.ge