Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ოთხ მილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა - კახა კალაძე
    Details
    პოლიტიკა
    435
    16 h

    ოთხ მილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა - კახა კალაძე

    ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
    Details
    პოლიტიკა
    789
    2 d

    ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

    ყველა სამინისტრო და სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    741
    2 d

    ყველა სამინისტრო და სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით - ირაკლი კობახიძე

    Details
    პოლიტიკა
    738
    2 d

    "უმძიმეს რამეს ითხოვდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა" - ირაკლი კობახიძე

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    7003
    1 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    54436
    11 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    67946
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    43333
    7 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
    Details
    კრიმინალი
    589
    20 h

    პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით ექვსი არასრულწლოვანი დააკავა

    წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    513
    20 h

    წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

    სამართალდამცველებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში 212 ე.წ. მაინერი ამოიღეს
    Details
    კრიმინალი
    565
    20 h

    სამართალდამცველებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში 212 ე.წ. მაინერი ამოიღეს

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა
    Details
    სპორტი
    471
    1 d

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
9 m
735

10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია - გრიგოლ გეგელია

წყალტუბო, სამწუხაროდ, არის ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და ემიგრაციის ქალაქი - „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა 10 წლის თავზე ვხედავთ, რომ კვლავაც აქ არის „ქოცური“ ნანგრევები და ეს არის საუკეთესო სახე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განასახიერებს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, წყალტუბო არის ქალაქი, რომელსაც ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა შეუძლია.

„ჩვენ აუსრულებელი ოცნებებისა და დანგრეული მითების ქალაქში, წყალტუბოში ვიმყოფებით. დღეს, ეს ქალაქი უნდა იყოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, მაგრამ სამწუხაროდ ის არის ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და ემიგრაციის ქალაქი. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც იზიდავს საქართველოს და მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ქალაქი, რომელსაც ტოვებენ. ბოლო 13 წლის განმავლობაში, წყალტუბოს მოსახლეობა 21 ათასით შემცირდა. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც დაასაქმებს ათობით ათას ადამიანს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არის ქალაქი, რომელსაც 8 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ჰყავს. ქალაქი, რომელიც იმერეთისა და სრულიად დასავლეთ საქართველოს უნდა ასაქმებდეს და ერთ-ერთი ეკონომიკური ღერძი უნდა იყოს, რეალურად საკუთარ მოქალაქეებს ვერ ასაქმებს.

2015 წელს, 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა 10 წლის თავზე ვხედავთ, რომ კვლავაც, აქ არის „ქოცური“ ნანგრევები და ეს არის საუკეთესო სახე, იმ შულერობისა, არაკომპეტენტურობისა და ანტიქართულებისა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განასახიერებს.

6 წლის წინ, ამ ქვეყნის მთავარმა თაღლითმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ იგი პირად რესურსს და ყურადღებას გაიღებდა იმისათვის, რომ წყალტუბოს ეკონომიკური და ტურისტული რეაბილიტაცია მომხდარიყო. 6 წლის თავზე კი არა თუ 22, არამედ არცერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია, არც ერთი ადამიანი არ დაუსაქმებია და არცერთი პროექტი წინ არ წაუყვანია, რაც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი, აუხდენელი ოცნებების, დანგრეული ეკონომიკისა და ანტიქართული იდეოლოგიის გამტარებელი პოლიტიკური ძალაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი მას ჩვენი ბრძოლით უნდა დავუპირისპირდეთ, წავართვათ წყალტუბო, იმერეთი, მთელი საქართველო.

ჩვენ აქ უნდა შევქმნათ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მსოფლიო მიზიდულობის კერა და უნდა გავათავისუფლოთ საქართველო. უნდა შევქმნათ როგორც ახალი ძლიერი ქართული სახელმწიფოს საწინდარი, საწინდარიო, სადაც ქართველებს დაედგომებათ, გააჩნიათ ადეკვატური შემოსავალი, არ უწევთ ემიგრაციაში გადახვეწა. უნდა შევქმნათ ადგილი, სადაც ადამიანი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნობს თავს. ამიტომ ყველა იმერელს, ქართველს ბოლომდე ბრძოლისკენ მოვუწოდებ, რომ გავათავისუფლოთ წყალტუბო, რომ შევქმნათ ახალი დასაქმების კერა, აქ ჩამოდიოდნენ მთელი მსოფლიოდან და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული, ტურისტული და სოციალური ცენტრი ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ იმერული, დასავლურ-ქართული და ქართული ეკონომიკა გავზარდოთ და გავაორმაგოთ, რომ საბოლოოდ დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფო დავაბრუნოთ საკუთარ ევროპულ გზას“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

Share Article

More From ვერსია

  • დედაქალაქი

    თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება

  • მსოფლიო ამბები

    დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

  • მსოფლიო ამბები

    უკრაინამ სანკტ-პეტერბურგზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა

  • პოლიტიკა

    ოთხ მილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა - კახა კალაძე

  • კრიმინალი

    პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით ექვსი არასრულწლოვანი დააკავა

  • კრიმინალი

    წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

  • კრიმინალი

    სამართალდამცველებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში 212 ე.წ. მაინერი ამოიღეს

  • მსოფლიო ამბები

    ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ახლა თავად უნდა გაერკვნენ ომის საკითხში, მგონია, ყველაფერი მოგვარდება - ტრამპი

  • სპორტი

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

  • სპორტი

    ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

VERSIA.GE