Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
    Details
    პოლიტიკა
    114
    3 h

    ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

    პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა
    Details
    პოლიტიკა
    151
    7 h

    პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

    აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
    Details
    პოლიტიკა
    152
    12 h

    აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

    კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
    Details
    პოლიტიკა
    309
    1 d

    კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    24908
    4 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    72274
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    85808
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    61968
    10 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
    Details
    სამართალი
    178
    6 h

    სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

    ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
    Details
    კრიმინალი
    388
    1 d

    ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

    ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტს თვალის კლინიკის მართვის უფლება მისცეს — რა შედეგები დადო ცდამ
    Details
    ჯანდაცვა
    303
    1 d

    ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტს თვალის კლინიკის მართვის უფლება მისცეს — რა შედეგები დადო ცდამ

    4 ოქტომბრის საქმე სააპელაციოშია - საპროცესო გაუფორმდება კიდევ ერთ მსჯავრდადებულს
    Details
    სამართალი
    621
    2 d

    4 ოქტომბრის საქმე სააპელაციოშია - საპროცესო გაუფორმდება კიდევ ერთ მსჯავრდადებულს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 y
1226

შემიძლია მოგცეთ ორი დაპირება... - კახი კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მთაწმინდაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით მეგობრებო,

მივესალმები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რეგიონების წარმომადგენლებს, თბილისის საკრებულოს და მთავრობის წევრებს,

მივესალმები დამსწრე საზოგადოებას.

მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს!

ზედიზედ მესამედ წარვსდგე თბილისის მერობის კანდიდატად - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. 

მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს - თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში.

2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად, თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული იმ ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა.

დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია.

მე კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი - ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს.

ეს ქალაქი საუკუნეებია დგას, როგორც გზაჯვარედინი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას.

დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი - ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.

თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა - არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი.

თბილისი შესაძლებლობების ქალაქია! დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს - უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით.

რასაკვირველია, ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი, თბილისელების დიდი მხარდაჭერა. რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის განმტკიცებაში. რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ, პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია.

როგორც უკვე ვახსენე, თბილისი შესაძლებლობების ქალაქია, ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა- ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. მე თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას, ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას – ესაა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი.

როდესაც 8 წლის წინ პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს, ალბათ, ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ.

დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“!!! ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს.

სიტყვა „სიკეთეს“ ორი მნიშვნელობა აქვს - მატერიალური და არამატერიალური. ჩვენ ქალაქს ჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის ახალი რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო 4 წელიწადში შევუქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისს და თბილისელებს.

სიკეთეს, მატერიალურთან ერთად, აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობის მთავარ მორალურ ღერძად სიკეთე ვაქციოთ.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! - ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებ.

მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია! ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს! ჩემო თბილისელებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გასული 8 წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა.

ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო! მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს!“ - აღნიშნა კალაძემ.

Share Article

More From ვერსია

  • პოლიტიკა

    ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

  • სამართალი

    სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

  • პოლიტიკა

    პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

  • ეკონომიკა

    ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

  • ეკონომიკა

    21-24 სექტემბერს ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

  • პოლიტიკა

    აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

  • კრიმინალი

    ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

  • ჯანდაცვა

    ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტს თვალის კლინიკის მართვის უფლება მისცეს — რა შედეგები დადო ცდამ

  • მსოფლიო ამბები

    ნატოს თვითმფრინავებმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდეს

  • პოლიტიკა

    კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

VERSIA.GE