აზერბაიჯანში კაზინოს საქმიანობის ლეგალიზაციის გადაწყვეტილება გავლენას საქართველოს ფიზიკურ კაზინოებზე მოახდენს — ამის შესახებ საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა BMG-სთან საუბარში განაცხადა.

„აზერბაიჯანელები, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში სათამაშოდ, ბუნებრივია, ეგ ბაზრის წილი დაიკარგება. ჯერ ვნახოთ, რა რეგულაციები შევა საბოლოო ჯამში, იმიტომ, რომ ეგ მხოლოდ ინიციატივის დონეზეა და საბოლოო ვერსია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მათთან გატანის საკომისიო არ ექნებათ, როგორც საქართველოში გვაქვს 5%-იანი საკომისიო, მაშინ, ცხადია, არაბული ქვეყნები, რომლებიც აქამდე სათამაშოდ საქართველოში ჩამოდიოდნენ აირჩევენ აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ამას თუ დავამატებთ, რომ აზერბაიჯანი სერვისის კუთხითაც უფრო იაფია, ეს ფიზიკურ კაზინოებზე იმოქმედებს“, — აღნიშნა მამულაიშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებები ონლაინ სექტორზე არ აისახება, თუმცა ფიზიკური კაზინოებისთვის დამატებითი ზეწოლის შემცველი იქნება, მით უფრო რეგულაციების ფონზე, რომელიც ბოლო წლებში წესდება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კაზინოების საქმიანობა ლეგალური გახდა. მილი მეჯლისმაშესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მესამე, დასკვნითი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, კაზინოები მხოლოდ კასპიის ზღვაში, ხელოვნურ კუნძულებზეგანთავსდება.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ხელისუფლება გადაწყვეტილებას ტურიზმისგანვითარებით, ბიუჯეტის ზრდითა და სამუშაო ადგილების შექმნით ხსნის. მათი თქმით, ამდრომდე აზერბაიჯანელები სათამაშოდ ან საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ან ჩრდილოვანონლაინ-პლატფორმებს იყენებდნენ. ახალი კანონით კი სწორედ უკანონო გემბლინგისშემცირება იგეგმება.