Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
    Details
    პოლიტიკა
    160
    4 h

    ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

    ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    360
    1 d

    ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

    მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა
    Details
    პოლიტიკა
    361
    1 d

    მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა
    Details
    პოლიტიკა
    387
    1 d

    შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    27681
    5 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    75051
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    88601
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    64737
    11 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ფონდი
    Details
    საზოგადოება
    148
    1 h

    ფონდი "ქართუ" გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მოშენების პროქეტს აგრძელებს

    დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
    Details
    საზოგადოება
    167
    7 h

    დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

    მოსამართლე მანანა კობახიძე გადადგა
    Details
    სამართალი
    414
    1 d

    მოსამართლე მანანა კობახიძე გადადგა

    სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    364
    1 d

    სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ანალიტიკა
1 y
1440

"სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმება" - რა წერია დოკუმენტში

უკრაინასა და აშშ-ში კმაყოფილები არიან 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით. აშშ დააფუძნებს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და “თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული” ქვეყნის აშენების წინაპირობად განიხილავს.

30 აპრილს, შეთანხმებას ვაშინგტონში მოაწერეს ხელი - უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

რა წერია შეთანხმებაში?

1 მაისს, უკრაინის მთავრობამ შეთანხმების დეტალები [უკრაინულ და ინგლისურ ენებზე] გამოაქვეყნა.

„ეს შეთანხმება აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას მხარეებს შორის - უკრაინის ხანგრძლივვადიანი აღდგენისა და მოდერნიზებისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევის საპასუხოდ, მშვიდობიანი, სუვერენული და მედეგი უკრაინისთვის“, - წერია შეთანხმებაში.

ასევე მითითებულია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიულ შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებსა და ხალხებს შორის და ასევე არის „შეერთებული შტატების მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება უკრაინის უსაფრთხოების, აღმშენებლობისა და გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ“.

  • შეთანხმების ტექსტით, ინვესტირების მოზიდვა შესაძლებელია აშშ-დან, ევროკავშირიდან და იმ ქვეყნიდან, რომლებიც ეხმარებოდნენ უკრაინას თავდაცვაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ;
  • ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც კონფლიქტის დროს უკრაინისთვის არაკეთილსაიმედოდ მოქმედებდნენ, ვერ უნდა მიიღონ სარგებელი უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში, მდგრადი მშვიდობის დამყარების შემდეგ.

 

შეთანხმებაში ჩამოთვლილია 60-მდე დასახელების სასარგებლო წიაღისეული, რომელთა მოპოვებაც იგეგმება, მათ შორის - ფერადი ლითონები, იშვიათი მინერალები.

ჩამონათვალშია: ალუმინი, ანტიმონი, ბარიტი, დარიშხანი, ფტორი, ოქრო, პლატინა, თუთია, გრაფიტი, ლითიუმი, მაგნიუმი, ურანი, ტიტანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი [მათ შორის თხევადი]. მითითებულია, რომ ეს არასრული ჩამონათვალია.

დოკუმენტის თანახმად:

  • იქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს წიაღისეულის მოპოვებას, ენერგეტიკას, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენას.
  • სასარგებლო წიაღისეულის მარაგები თუ ტერიტორიული წყლები რჩება უკრაინის საკუთრებაში. უკრაინა წყვეტს, რა ადგილებში უნდა მოხდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
  • უკრაინის საკუთრებაში რჩება სახელმწიფო კომპანიები; არ იზღუდება უკვე დაწყებული პროექტები და პრივატიზაციის პროცესი.
  • უკრაინა ფონდში შეიტანს 50%-ს ქირის, ლიცენზიების თანხიდან და გამოყოფილ ადგილებზე მოპოვებული ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან.
  • აშშ-ს ფონდში შენატანად ჩაეთვლება უკრაინისთვის სამომავლოდ მიწოდებული ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება.

 

დოკუმენტში მითითებულია, რომ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და მის მიზანს - გაწევრიანდეს ევროკავშირში.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი 10 წელი, მოგება არ გაიყოფა - ფონდის სახსრები დაიხარჯება მხოლოდ უკრაინაში. ფონდს ორი ქვეყანა თანაბარი უფლებებით განკარგავს. ეს ჩანაწერი უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ არის.

"უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმების შემოკლებულ ვერსიას, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა. ძირითადი დოკუმენტი კი თითქმის 100 გვერდს მოიცავს. ამასთან, ძირითად დოკუმენტში არ არის ტექნიკური დეტალები, რომლებიც, უკრაინული მედიის ცნობით, ჯერ ისევ მზადდება ხელმოწერისთვის.

  • რეკონსტრუქციის საინვესტიციო ბანკის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ასევე “მინერალების შეთანხმებისა” და “სასარგებლო წიაღისეულის [ბუნებრივი რესურსების] შეთანხმების” სახელით მოიხსენიებენ;
  • შეთანხმების მიღწევა გაჭიანურდა, მათ შორის - ზელენსკისა და ტრამპს შორის 28 თებერვალს, თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ;
  • გარიგება რამდენჯერმე დადგა ჩაშლის რეალური საფრთხის წინაშეც. უკრაინა არ მალავდა, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტის მიღება სურდა.

 

ნაბიჯი მშვიდობისკენ

30 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას “სამართლიანი უწოდა” პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დოკუმენტის ხელმოწერა დონალდ ტრამპთან ვატიკანში შეხვედრის პირველ შედეგად განიხილა და შესაბამისად - შეხვედრას “ნამდვილად ისტორიული” უწოდა.

ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვაზე ჩასულ პრეზიდენტებს შორის, 15-წუთიანი განცალკევებული საუბარი დონალდ ტრამპსაც შეახსენეს, 1 მაისს, NewsNation-თან ინტერვიუს მსვლელობისას. ჰკითხეს - რა უთხარით ზელენსკისო.

“მე ვუთხარი მას [ზელენსკის] - კარგი იქნება, თუკი შევიმუშავებთ შეთანხმებას და შენ ხელს მოაწერ მას, რადგან რუსეთი ბევრად ძლიერია”, - თქვა ტრამპმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აშშ რუსეთზე ძლიერია.

მანამდე, თებერვალში, როცა შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა, მას პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისთვის “ავტომატური უსაფრთხოების” მოპოვების შესაძლებლობას უწოდებდა.

  • შეთანხმებაზე საუბრისას, ტრამპის მიერ დასმული მთავარი აქცენტი ყოველთვის უკავშირდება ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გაუწია. ტრამპი ამბობს, რომ ეს თანხა, ჯამში, 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.
  • თუმცა - სხვადასხვა წყაროს დათვლით, ტრამპის დასახელებული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია.

 

კიევი აცხადებს, რომ შეთანხმება საერთოდ არ შეეხება აშშ-ის მიერ უკვე გაწეული დახმარების დაბრუნებას.

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა "ნასტოიაშჩეე ვრემიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება "სრულად ითვალისწინებს უკრაინის ინტერესებს" და რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის პოზიციები "ბევრად უფრო ძლიერი იქნება", მათ შორის - უკრაინაში საკუთარი აქტივების დაცვის გამოც.

პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინას აშშ-ში წარმოებული იარაღი სჭირდება და შესაბამისად, ეს შეთანხმება პერსპექტივებს ამ მხრივაც ხსნის.

რუსეთის ინტერპრეტაციები

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა 1 მაისს განაცხადა, რომ აშშ-მა აიძულა უკრაინა, რომ საკუთარი სასარგებლო წიაღისეული დაეთმო და რომ ამიერიდან საჭირო იქნება ამერიკული სამხედრო დახმარების საფასურის გადახდა “გაქრობის პირას მდგომი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრით”.

მანამდე, მარტში, მედვედევი ამბობდა, რომ “ზელენსკის მაიდანზე ჩამოკიდებენ” უარის შემთხვევაში კი - აშშ “კიევის რეჟიმის განადგურებას შეუდგება”.

მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინამ წამგებიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. დუმის დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თქვა, რომ - ამჟამად ხელმოწერილი ვარიანტი იმაზე უარესია, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი თებერვალში იწუნებდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს „საზიარო აღმშენებლობის ქვაკუთხედს“ და „მნიშვნელოვან ნაბიჯს ომის დასრულებისთვის“.

დოკუმენტზე ხელმომწერის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, “აშშ მოწადინებულია დაეხმაროს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას” და “ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესი, რომელიც ფოკუსირებული იქნება თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში”.

 

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    ფონდი "ქართუ" გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მოშენების პროქეტს აგრძელებს

  • პოლიტიკა

    ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

  • საზოგადოება

    დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

  • მსოფლიო ამბები

    რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა

  • სამართალი

    მოსამართლე მანანა კობახიძე გადადგა

  • პოლიტიკა

    ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

  • პოლიტიკა

    მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა

  • პოლიტიკა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა

  • კრიმინალი

    სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს

  • კრიმინალი

    უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

VERSIA.GE