Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

14 მარტს ვაკეში მკვლელობა მოხდა. მოკლულია . კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე.

არსებული ინფორმაციით, მას ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე ესროლეს. გარდაცვლილი თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული, ლევანი დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა. ძმები ჯანგველაძეები სოხუმში დაიბადნენ. უფროსი ძმა, მერაბი, .. კანონიერი ქურდი ცნობილია მეტსახელით "სოხუმსკი". მოკლული ლევან ჯანველაძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზნესმენი და ძირითადი ბიზნესი რუსეთში ჰქონდა. გარდაცვლილი ძმისან განსხვავებითკანონიერი ქურდიარ იყო, თუმცა, როგორც ცნობილია, მისი სახელიც ავტორიტეტია და კრიმინალურ წრეებშიც კარგად იყო ცნობილი. 

"ლევან ჯანგველაძე იყო მსხვილი მაფიოზი ბიზნესმენი, გადაადგილდებოდა დაცვით. მისი ძმა კი "კანონიერი ქურდია", რომელიც ძალიან დიდ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა, მოყოლებული 90-იანი წლებიდან. მას ცივსისხლიან ადამიანად ახასიათებენ ფაქტია, მომხდარი კრიმინალური გარჩევაა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შურისძიებაც იყოს", - მედიასთან ყვება გარდაცვლილის ახლობელი

აღსანიშნავია, რომ როგორც სხვადასხვა რუსულ წყაროებში ვკითხულობთ, მოკლული ლევან ჯანგველაძე თავისი ძმის ყველაზე სანდო ადამიანი იყო. მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა საუბარია შურისძიებაზეც. პოლიცია ლევან ჯანგველაძის მკვლელს ამ დრომდე მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს.

შსს-ში ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვატარებას გულისხმობს.

ინტერნეტში,გარდაცვლილის ძმის მერაბ ჯანგველაძის შესახებ ვკითხულობთ:

მერაბ ჯანგველაძე(მერაბ სოხუმსკი)-დაბადების თარიღი 20 ნოემბერი 1961

დაბადების ადგილი:სოხუმი

სტატუსი მიეცა 1985წლის დეკემბერში, ამ დროს ის 24წლის იყო, ამ "ცერემონიას" ესწრებოდნენ ქარდავა ვახტანგი, კვარაცხელია ოთარი და ვალერი ჯანაშია.

ეს არის კაცი, რომელსაც არ სჩვევია პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება და არც მალავს ამ ფაქტს. საფრანგეთში, ერთ-ერთ დაკითხვაზე ჯანგველაძემ სიამაყით განაცხადა, რომ მისი პროფესია - კანიბალიზმია.სულ მალე ქურდული სამყაროს მნიშვნელოვან ავტორიტეტად გადაიქცა მერაბი. მერაბ სუხუმსკი იყო მაფიოზური გადატრიალების იდეოლოგი და მასვე მიაწერენდედ ჰასანისმკვლელობასაც, თუმცა ეს რა თქმა უნდა დაზუსტებული არაა. “