Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. ლე­ვა­ნიც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი, მი­იჩ­ნე­ო­და ავ­ტო­რი­ტე­ტად, თუმ­ცა "ქურ­დის" სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და. 

ოჯახთან დახლოებული პირების თქმით, სისხლიანი ანგარიშსწორება ბიზნესდავებს უკავშირდება და არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ. კრიმინალურ სამყაროს შორის დაპირისპირებასთან.

ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე ფლობდა რამდენიმე ბიზნესს, ის თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან, მანქანიდან 30 მეტრის რადიუსის მანძილიდან, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მანქანაში რამდენიმე პირი იმყოფებოდა.   

ცნობისთვის, მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი გამვლელი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.