20 იანვრის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში 11 ათასამდე მიგრანტია დეპორტირებული, - იუწყება Reuters-ი.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ დეპორტირებულთაგან მხოლოდ 2,500 ადამიანია მექსიკელი, დანარჩენი მიგრანტები კი მექსიკამ ჰონდურასში თვითმფრინავებითა და სახმელეთო ტრანსპორტით გაგზავნა, თუმცა როგორც მექსიკის ლიდერმა აღნიშნა, ეს არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით მოხდა.
ცნობისთვის, 3 თებერვალს შეინბაუმი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, შეთანხმდა, რომ მექსიკა ჩრდილოეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 10 000 წევრს განალაგებს, საზღვარზე ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის, კონტრაბანდის შეჩერების მიზნით.
შეთანხმების მიღწევის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ერთი თვით გადაავადებს მექსიკის წინააღმდეგ გამოცხადებული 25%-იანი ტარიფების დაწესებას.