90-იანი წლების შუაწელს, ვარკეთილში, მეტროსთან ახლოს, მეგობარმა 1-ოთახიანი ბინა 2 ათას დოლარად იყიდა. იმავე პეერიოდში, გლდანი-გადასასვლელი ხიდის სამარშრუტო ხაზი, N77, 22 ათას დოლარად გაიყიდა. ანუ, დაახლოებით რა თანხა კეთდებოდა ამ ხაზზე, ხომ ხვდებით? და არამარტო ამ ხაზზე, მაშინ, სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლებს რომლებიც რეგიონებში დადიოდნენ, ძალიან დიდ თანხებთან ჰქონდათ საქმე. ისინი ერთ-ერთ შეძლებულ ფენად ითვლებოდნენ და ეს ყველამ იცოდა. ჰოდა, სწორედ მაშინ, ერთ-ერთ ასეთ ხაზზე, უცნაური შემთხვევები დაფიქსირდა - საღამოს, მძღოლის უკან ერთი მგზავრი რჩებოდა, როცა ყველა ჩადიოდა, მძღოლს ყელზე მავთულის მარყუჟს უკეთებდა და გაგუდვით ემუქრებოდა, თუ ის დღიურ ნავაჭრს არ ჩააბარებდა. მძღოლიც იძულებული იყო, თანხა მიეცა, თავდამსხმელი წასვლამდე ძალუმად მოქაჩავდა მარყუჟს და გარბოდა. მძღოლს სუნთქვა ეკვროდა, მაშინვე გაკიდებას ვერ ახერხებდა, დაახლოებით 30-40 წამი სჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად და ამ დროის განმავლობაში, თავდამსხმელის კვალიც კი აღარსადჩანდა. მძღლებმა სამართალდამცავებს მიმართეს, რადგან მაშინდელმა მათმა „კრიშამ“, ე.წ. „ქურდულმა სამყარომ“ ვერაფერი გააწყო. ჰო, მააშინ ე.წ. „კანონიერი ქურდები“, ყველა სამარშრუტო თუ ავტობუსის ხაზის წილში ისხდნენ და საკმაოდ მსუყე შემოსავალსაც იღებდნენ. ეგ კი არა და, რამდენიმეს საკუთარი ხაზიც ჰქონდა„დათრეული“.
„საქმე მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ქურდები შეეცადნენ დამნაშავე ცხელ კვალზე დაეკავებინათ, თავისი შპანა დაყვებოდა „მარშუტკებს“, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თავდამსხმელი თითქოს ხვდება, რომ უთვალთვალებენ, ამიტომ, როცა ეს შპანაა „მარშუტკაში“, არაფერს აკეთებს, როცა ისინი ქრებიან, მაშინვე ჩნდება. ან წინათგრძნობა აქვს, ან კრიმინალთა წრიდანარის და გარემოცვას იცნობს, არ „იწვება“ და არც ქურდებს ეუბნება, რომ ამ საქმით არის დაკავებული“,- გამომძიებელი კოლეგებს ესაუბრებოდა და ისინიც, თანხმობის ნიშნად, თავს უქნევდნენ.
ძალოვნებმა გადაწყვიტეს, ღამის რეისის „მარშუტკებისთვის“ უკან ედევნათ, ბოლო ადგილამდე და თუ თავდამსხმელი გამოჩნდებოდა, დაეკავებინათ. ამ ამბავში საინტერესო ის იყო, რომ სამართალდამცავებს ბენზინი არ ჰქონდათ და საწვავით, ოპერატიული მანქანების უზრუნველყოფა, თავის თავზე „მარშუტკის“ მძღლებმა აიღეს. ასე გავიდა მომდევნო სამი კვირა, მაგრამ თავდამსხმელი არ გამოჩენილა. პარალელურად, პროფილაქტიკის მიზნით, „შპანა“ ცოტა ხნით ისევ დაასაქმა „შავმა სამყარომ“, მაგრამ ისინიც უშედეგოდ გაისარჯნენ. ყველამ ჩათვალა, რომ თავდამსხმელმა საკმარისი თანხა იშოვა, ან კონკრეტული ოდენობა სჭირდებოდა, შეაგროვა და როგორც მოულოდნელად გამოჩნდა, ისევე მოულოდნელად გაქრა. ძალოვნებმა პატრულირება გააუქმეს, მძღლებიც დამშვიდნენ და იმავე საღამოს, მორიგი მძღოლი გაძარცვეს. ხელწერა იგივე იყო - ყელზე წვრილი მავთულის მარყუჟი და შემდეგ გაქცევა.
„ახლა, რისი თქმაც დაბეჯითებით შეგვიძლია, ის არის, რომ დამნაშავე კარგად გახლავთ ინფორმირებული. ანუ, მან ზუსტად იცის, როდის დავდეთ მანქანებს ჩვენ, როდის არიან მარშუტკებში ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები და არაფერს აკეთებს. საკმარისია, ჩვენ გავქრეთ, რომ ის ჩნდება. შესაბამისად, დასკვნის გაკეთება მარტივია - დამნაშავე, ან დამნაშავის თანამზრახველი აქ არის, ჩვენს გარშემო ტრიალებს, ანუ ერთ-ერთი მძღოლია, მაგრამ რომელი? ამის გარკვევას დიდი დრო დასჭირდება. მარტივად შეგვიძლია იმათი გამორიცხვა, ვინც უკვე გაძარცვეს, მაგრამ, თუ დამნაშავე ჭკვიანია, დიდი შანსია, საკუთარი თავიც გააძარცვინა, მასზე ეჭვი რომ არ მივიტანოთ“,-განაცხადა გამომძიებელმა.
სამართალდამცავებმა მუშაობა განაახლეს და მართალია, ხმამაღლა არ თქვეს, თუმცა მძღლების შემოწმება დაიწყო. საჭირო იყო, ერთი, ან რამდენიმე ისეთი ენახათ, ვისაცყველავარიანტში გამორიცხავდნენ და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნებოდა, მაათი მეშვეობით, დანარჩენებზე მეტი გაეგოთ. მთავარი ეჭვმიტანილი ყოფილი კრიმინალი გახლდათ, რომელიც ციხეში ქურდობის გამო იჯდა, შემდეგ გამოვიდა, როგორღაც ხაზი „დაითრია“ და ახლა ოფიციალურად მუშაობდა. მასზე თვალთვალიც დააწესეს, ტელეფონიც კი მოსმენაზე დასვეს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.
ამასობაში, გაირკვა, რომ ორ მძღოლთან საუბარი შეიძლებოდა. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, გამორიცხული იყო, მათ კრიმინალთან რაიმე შეხება ჰქონოდათ და სამართალდამცავებმაც სასაუბროდ დაიბარეს. მძღოლებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე მხრები აიჩეჩეს და ძალიან, ძალიან საინტერესო რამ თქვეს: „ჩვენი აზრით, გამორიცხულია, რომელიმე მძღოლმა ერთი, ორი, ან თუნდაც ათი დღის ნავაჭრის გამო, გაბედოს და ასეთი რამ ჩაიდინოს. დამნაშავემ ხომ იცის, რომ თუ საქმე გასკდება, ხაზს დაკარგავს და დაკარგავს არამარტო ჩვენთან, არამედ მთელ თბილისში არავინ გაიკარებს. ანუ, ვიღაც რისკავს მთელი ცხოვრებით, მთელი შემოსავლით და ამიტომ, გამორიცხული გვგონია, რომელიმე ჩვენიანი იყოს. ასეთი სულელები არ გვირევია. ვფიქრობთ, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხართ და არასწორ ადგილას ეძებთ...“
გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. რეალურად, მძღოლები სიმართლეს ამბობდნენ, ათი დღის კი არა, შეიძლება ერთი და ორი თვის ნამუშევარზეც არ გაერისკა არცერთ მძღოლს და ბოლოს და ბოლოს, თუ ვინმეს ასე ძალიან უჭირდა, მძღლებს დღის ბოლოს ესესხებოდა მიღებულ თანხას და ყველა უპრობლემოდ მისცემდა. იცოდნენ გვერდში დგომა და დახმარება, მარტივად გვარდებოდა ხოლმე მძღოლებში ფინანსური პრობლემები. ეგ კი არა და, ერთმანეთს ბინის ფულის შეგროვებაშიც ეხმარებოდნენ და ბინებსაც რიგ-რიგობით ყიდულობდნენ. სწორედ ამის გამო, მძღოლის მონაწილეობა გამოირციხა, მაგრამ ვინ იყო ის, ვინც ყველაფერი იცოდა? ამაზე პასუხი არც მძღოლებს ჰქონდათ.
ყველაფრის მიუხედავად, არ იყო აუცილებელი იმის გახმაურება, რომ სამართალდამცავებს ეჭვი შინაურზე ჰქონდათ. მათ ჩუმად დაიწყეს იმ ადგილის შესწავლა,საიდანაც მარშუტკის მძღოლებს ე.წ. „ტოჩკა“ ჰქონდათ მოწყობილი და საიდანაც გადიოდნენ და ბოლო გაჩერებაც ის იყო. მძღლების გარდა,შესასწავლი არც არავინ გახლდათ, რადგან იყო იქაურობის მფლობელი, რომელიც ადგილს აქირავებდა და კვირაში ერთხელ მიდიოდა ფულის ასაღებად და ასე, 30 წლამდე გოგონა, რომელიც სახელდახელოდ მოწყობილ ჯიხურში იჯდა და მის მოვალეობას მხოლოდ ის შეადგენდა, რომ ყოველ ოთხ წუთში, მძღოლებისთვის ეთქვა, ვისი გასვლის ჯერი იყო. ისე, არც გოგოს ადგილი იყო ცუდი - თითო რეისიდან 20 თეთრს აძლევდნენ და დღის ბოლოს, სოლიდური თანხა რჩებოდა.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, თავდამსხმეელი საკმაოდ ძლიერია. ინსტიქტურად, მკლავებზე რომ მოვკიდე ხელი, გამხადრი, მაგრამ დაკუნთული მაჯები ჰქონდა. ჰო, კიდევ იცით რამ გამაკვირვა? შემდეგ, როცა ხელებით ყელს ვიზელდი, ვარდის სურნელი მეცა. ანუ, იმ ვიღაცას, ან ვარდის სუნამო ესხა, ან მანამდე ხელში ვარდები ეკავა“,- განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა და... მეორემაც დაუდასტურა, ვარდის სუნი მეც ვიგრძენიო.
ეს უკვე რაღაც იყო. მით უმეტეს, რომ იქვე, მარშუტკების გაჩერებიდან ოც მეტრში, ახალგაზრდა ბიჭი ყიდდა ვარდებს. სამართალდამცავები სიხარულით ცას ეწივნენ, ეგონათ, საქმე გახსნეს, მაგრამ მათ ბედნიერებას ცივი წყალი ისევ მძღლმა გადაასხა, რომელმაც თქვა, ზუსტად მახსოვს, მე რომ გამძარცვეს, ეს ბიჭი წინადღეს საავადმყოფში თავად წავიყვანე, დაეცა, ხელი მოიტეხა და მოტეხილი ხელით, მარყუჟს ვერ წამომაცვამდაო, რაც სხვებმაც დაადასტურეს. ძალოვნები ისევ ჩიხში შევიდნენ, თუმცა...
„შესაძლოა, ძალიაან სასაცილო იყოს, მაგრამ დღეს, მადლობის ნიშნად, ჩვენს გოგოს ვაკოცე ხელზე და... ზუსტად ის სუნი მეცა, როგორიც თავდასხმის დროს. თანაც, ეგ ადრე რაღაც სპორტზე დადიოდა და მართალია, შეუხედავია, მაგრამ ძალაასკარად აქვს“,-თქვა ერთ-ერთმა მძღოლმა.
გამომძიებელმა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ბოლო რეისის შესრულებამდე, გოგონა ყოველთვის მიდიოდა, მაგრამ რომელიმე მძღოლს ხომ უნდა ეცნო? ვერსია თითქოს არადამაჯერებელი იყო, მაგრამ გოგონაზე თვალთვალი მაინც დააწესეს და... მესამე დღეს, ოპერ-მუშაკებმა დაინახეს, როგორ ჩამოიფხარა გოგონამ თავზე ქუდი, როგორ ჩაიტნია გრძელი სვიტერი შარვალში და შორიდან რომ შეგეხედა, იტყოდი, ბიჭიაო. ტაქსით წავიდა, ბოლო გაჩერებას ასე, 3 კილომეტრით დაშორდა და მშვიდად დაელოდა „მარშუტკას“. მერე, ყველაფერი ზუსტად ძველი სცენარით მოხდა - ის ბოლომდე დარჩა, მძღოლს მავთულის მარყუჟი გაუკეთა დასწორედ ამ დროს დააკავეს.
„მე ოჯახი მინდა, შვილები, ქმარი.. ამდენი კაცია და ზედ არავინ მიყურებს, მარტო აქ კი არა, უბანშიც. ამიტომ, მსურდა გარკვეული თანხა მომეგროვებინა, ბინა მეყიდა, მანქანა და ეგებ, მერე გათხოვების შანსიც მქონოდა. სულ ეს არის მიზეზიც და მიზანიც იმისა, რის გამოც ეს ყველაფერი მოვიფიქრე“,-განაცხადა დაკავებულმა.
პატიმარი #0578