სამგორის რაიონში, სადგერის ქუჩის II შესახვევში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1450 კვ. მ ფართობზე დაიგება.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.